ახალი, უნიკალური საოფისე მაგიდა, რომელზეც გემრიელად გამოძინებასაც კი შეძლებთ!

ახალი, უნიკალური საოფისე მაგიდა, რომელზეც გემრიელად გამოძინებასაც კი შეძლებთ!
წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი საოფისე მაგიდა, რომლის შიგნითაც მდებარეობს სათავსოები კალმების, ფანქრების, ფურცლების და სხვა საოფისე ინვენტარის შესანახად. ახლა კი წარმოიდგინეთ მაგიდა, რომლის შიგნითაც განთავსებულია ერთი პატარა ოთახი კომფორტული საწოლითა და ტელევიზორით...

თქვენს წინაშია ოფისში მომუშავე ნიბისმიერი ადამიანის ოცნება. აი ასე გამოიყურება საოფისე მაგიდა სამუშაო რეჟიმში.



ხოლო ასე გამოიყურება ჩვენი უნიკალური მაგიდა დასვენების რეჟიმში. რა ჯობია ტელევიზორის წინ კომფორტულად ლოგინში მოკალათებას დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ, ან უშუალოდ მის პროცესში?



სამწუხაროდ, ჯერ ეს გენიალური მაგიდა უბრალოდ კონცეფციაა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე შეძლებთ მის ხილვას ბაზარზე...