ტრასფორმერი და სხვა პრაქტიკული ავეჯი, რომლის შეძენასაც ახლავე მოინდომებთ. (17 ფოტოსურათი)

ტრასფორმერი და სხვა პრაქტიკული ავეჯი, რომლის შეძენასაც ახლავე მოინდომებთ. (17 ფოტოსურათი)
ბინაში ფართის სიმცირე სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი პრობლემაა. ხშირად შეუძლებელია ოთახი ჩვენთვის სასურველი ავეჯით შევავსოთ, ამ დროს კი იდეალური გამოსავალია ტრასფორმირებადი ავეჯი. Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ გაეცნოთ 17 ძალიან პრაქტიკულ ავეჯს რომლის შეძენაც აუცილებლად მოგინდებათ.



1. სავარძელი

დიდი , რბილი და კომფორტული სავარძელი ,რომელიც მარტივად შეიძლება გარდავქმნათ ლეიბად და გამოვიყენოთ დამატებით საძინებელ სივრცედ .


2. საშრობი

ერგონომიული ,დასაკეცი საშრობი საშუალებას მოგცემთ გადაწყვიტოთ სველი ტანსაცმლის გაშრობის პრობლემა ყველაზე მოკრძალებულ სივრცეშიც კი.


3. საუთაო ხალიჩა

მაგნიტური ხალიჩა საუთაოდ , რომელიც შეიძლება გადავაფაროთ ნებისმიერ მყარ ზედაპირზე და ის გადაიქცევა საუთაო დაფად . აღვნიშნოთ ,რომ ხალიჩა მყარია ,არ ცურავს და არის საუკეთესო გამოსავალი ძლიან პატარა ბინისთვის.


4. სასადილო გარნიტურა

ორიგინალური კომპლექტი ,რომელიც შედგება პატარა მაგიდისა და ორი სკამისგან , ის ერთდება და ქმნის ერთ მთლიანობას . რაც საჭიროების შემთხვევაში სივრცის ეკონომიის საშუალებას მოგცემ.


5. მაგიდა საიდუმლოთი

ჟურნალის მაგიდა ოთხი პუფით შესანიშნავად ჩაეწერება მცირე სასტუმრო ოთახის ინტერიერში.


6. მრავალფუნქციური მაგიდა

კომპაქტური და მრავალფუნქციური მაგიდა ასახდელი თავით , რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ პოდნოსის სახით და რომელსაც თან მოყვება ორი ბალიში-სავარძელი.


7. საწოლი-ტრასფორმერი

მახვილგონივრული გადაწვეტა . საწოლი ,რომელიც ტრანსფორმირდება და გარდაიქმნება კომფორტულ სასადილო კუთხედ თავისი მაგიდით ,დივნით და რამდენიმე პუფით .