როგორ მოვაწყოთ სამზარეულო საუკეთესოდ: 2018 წლის მოდური ტენდენციები

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო საუკეთესოდ: 2018 წლის მოდური ტენდენციები

სამზარეულოს ზედაპირი




2018 წელს სამზარეულოს ზედაპირებში ტენდენციურია: კვარცი, გრანიტი, მარმარილო, ლითონი და დამუშავებული ხე. განვიხილოთ თითოეული მათგანი.



კვარცი - გამძლე მასალა, რომელიც ფერს არ კარგავს. 2018 წელს აქტუალური იქნება თეთრი, შავი და ნაცრისფერი ვარიანტები. 



გრანიტი - სამზარეულოს ზედაპირებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია. ძლიერი ბუნებრივი მასალა. უძლებს ნებისმიერ სითხეს და ცხელ ქოთნებს. 2018 წელს გრანიტის ბუნებრივი ფერები შეარჩიეთ. 



მარმარილო - კლასიკური მასალა, ელიტური დიზაინის ურყევი ელემენტი. გამოიყურება მდიდრულად, თანამედროვედ და ელეგენტურად. თუმცა უფრო ლამაზია, ვიდრე პრაქტიკული. ადვილად იბზარება, უფერულდება, ხშირი რეცხვის შემდეგ ნადგურდება. 



მეტალი - ულტრა თანაედროვე მასალა სამზარეულოსთვის. უძლებს მექანიკურ დაზიანებას, ტემპერატურის ცვლილებას, კოროზიას. ერთადერთი, მას რჩება ნაკარწრები და ღრმულები. 





ხე - ეკოლოგიურად სუფთა მასალა, შთამბეჭდავი ნაწილი ინტერიერში. თუმცა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.