როგორ მოვაწყოთ სამზარეულო საუკეთესოდ: 2018 წლის მოდური ტენდენციები

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო საუკეთესოდ: 2018 წლის მოდური ტენდენციები
სამზარეულო ბინის გულია, სადაც ყოველთვის რაღაც დუღს და იწვება. აქ საუკეთესო კულინარიული შედევრები იქმნება. აქ იგრძნობთ მყუდროებას. სამზარეულო კიდევ უფრო კომფორტული ადგილი რომ გახდეს, თქვენთვის მომავალი წლის რეალური ტენდენციები შევაგროვეთ. ამის ცოდნა გამოადგება მათ, ვინც რემონტს იწყებს ან უბრალოდ სამზარეულოს ლამაზად მოწყობა სურს. 

ფერების გამა 




ფერის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. ეს ეხება არა მხოლოდ სამზარეულოს, არამედ ყველა ოთახს. სწორად შერჩეული ფერების გამა მოსაწყენ გარემოს გააცოცხლებს, შემატებს მყუდროებას და შეგიქმნით კარგ განწყობას. 



2018 წელს აქტუალური იქნება ღრმა მუქი ფერები, ასევე მშვიდი ნატურალური ფერები. გვერდს ვერ აუვლით ეგზოტიკურ ფერებს როგორიცაა ფორთოხლისფერი, მდოგვის ფერი, მუქი ლურჯი. ასევე არ დაივიწყოთ შოკოლადის ფერის, სპილენძისფერი და საფირონის ფერები, გამოიყენეთ როგორც მთავარი აქცენტი ჭურჭელზე ან დეკორის დროს.



ძალიან ბევრი დიზაინერი ბუნებით არიან შთაგონებულნი და მშვიდ ფერების გამას ირჩევენ. ყველაზე მოდური ტექსტურა არის თეთრი ბრაზილიური მუხა. რეკომენდირებულია მისი გამოყენება არა მხოლოდ იატაკისთვის, არამედ სამზარეულოს ავეჯის მისგან დამზადება. 





სამზარეულოს კარადა




მოდაშია დიდი ზომის კარადები, ამავდროულად ლაკონური დიზაინი, დამატებითი ტექნიკის გარეშე. სამზარეულოს ავეჯი ბევრი უჯრა უნდა ჰქონდეს სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად. 



ბევრი დიზაინერი ცდილობს კედელზე მიმაგრებული შესანახ სისტემას გვერდი აუაროს. ღია თაროები პრაქტიკულია, მაგრამ უკვე მობეზრდა ყველას და არა მხოლოდ დიზაინერებს. ავეჯი უფრო ფართო და პრაქტიკული უნდა იყოს. 
რაც შეეხება თავად დიზაინს, 2018 წელს დიზაინერებმა გადაწყვიტეს საინტერესო და უჩვეულო კომბინაციები შეერჩიათ. ისინი თამამად უკავშირებენ პრიალა და გლუვ ზედაპირს, მარტივ და რთულ დეტალებს. ყურადღება მიაქციეთ ავეჯს, თუ გაფორმებაში გამოყენებული გაქვთ ხე, სარკე, აგური, ფაიფური, ბუნებრივი ქვები.