პრაქტიკული რჩევები მისაღები ოთახის მოსაწყობად მათთვის, ვინც 2018 წელს რემონტის დაწყებას აპირებს 

პრაქტიკული რჩევები მისაღები ოთახის მოსაწყობად მათთვის, ვინც 2018 წელს რემონტის დაწყებას აპირებს 
დიდი დივანი, მთელ კედელზე თაროები, მარმარილოს ნათურები, დეკორის გეომეტრიული ელემენტი - 2018 წლის მისაღების ოთახის ინტერიერი საინტერესო იქნება. და რითი დავიწყოთ? თქვენთვის მომავალი წლის საუკეთესო ტენდენციები შევაგროვეთ. აუცილებლად გადახედეთ, თუ მომავალ წელს მისაღებ ოთახში ინტერიერის შეცვლას აპირებთ.  

სპილენძისფერი კედლები ნათელი აქცენტით




სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები თანხმდებიან, რომ 2018 წელს ოთახის ინტერიერის მთავარი ნაწილია ნათელი ფერის დივანი. კედლები კი საკმაოდ მშვიდი და ერთფეროვანი რჩება. თუ კლასიკური სტილი მოგწონთ, შეგიძლიათ თეთრი ფერის კედლები დატოვოთ. თუ ექსპერიმენტები გიყვართ, შეგიძლიათ კედლები სპილენძისფრად ან ნაცრისფრად გადაღებოთ.  



ხე, აგური და ბეტონი - მათ გარეშე წარმოუდგენელია, მათზე დრო და მოდა არ მოქმედებს. ისინი ინტერიერს ყოველთვის გაალამაზებენ, თვალსაც გაახარებენ და ხელშესახებადაც სასიამოვნოა.







2018 წელს ავეჯისა და აქსესუარების სუპერთანამედროვე ფერები: ლიმონისფერი, ყვითელი, მზიანი მწვანე, ფორთოხლისფერი, ნათელი მდოგვის ფერი, მდიდრული ლურჯი და შინდისფერი. ინტერიერში მათი გამოყენების დროს დაიცავით მარტივი წესი: ავეჯის ერთი ფერადი ნიმუში ნებისმიერი სივრცის ესთეტიკას ხაზს გაუსვამს. 





მასალები: ძვირადღირებული მდიდარი!




პრაქტიკული სკანდინავიური ინტერიერი ყველას ყელში ამოუვიდა, თუმცა მათ გარეშე წარმოუდგენელია. მარტივი, მსუბუქი დიზაინი, როგორც სხვა დიზაინი, დიდ ბიუჯეტსაც არ მოითხოვს. ამიტომ ინტერიერის დიზაინის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს მოსაწყენ სკანდინავიურ სტილს თანამედროვე ელემენტები შემატონ. 



2018 წლის მთავარი ტენდენციაა მდიდარი და ჰარმონიული კომბინაცია. მკაცრ ნაცრისფერ ინტერიერში ძვირადღირებული ოქროს შანდალი, თანამედროვე მისაღებში დივანი ხავერდის ზედაპირით, სპილენძისფერი და მარმარილოს ნათურები, როგორც დეკორატიული ელემენტი. ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს. თბილი ხის ელემენტები პრიალა რკინას, ოქროსფერი ატლასი გლუვ თითბერს, ბუნებრივი ბამბა ბრწყინვალე სპილენძისფერს შეუხამეთ.