შემოსასვლელი ოთახის მოწყობის აქტუალური იდეები, რომლებიც ბინის სავიზიტო ბარათი გახდება

შემოსასვლელი ოთახის მოწყობის აქტუალური იდეები, რომლებიც ბინის სავიზიტო ბარათი გახდება
ბევრი შემოსასვლელ ოთახს აღიქვამს როგორც ბინის პატარა ნაწილს, სადაც მხოლოდ ქურთუკების დასაკიდი და ფეხსაცმელების კომოდი დევს. თუმცა ამაოდ! სტუმრები პირველად შემოსასვლელში შემოდიან, სახლზე პირველი შთაბეჭდილება სწორედ აქ იქმნება. დღეს წარმოგიდგენთ შემოსასვლელი ოთახის მოსაწყობად 19 აქტუალურ იდეას, რომელიც თქვენი ბინის სავიზიტო ბარათი გახდება. 

1. დიზაინერული მისაღები



ულამაზესი ქათქათა შემოსასვლელი კედელზე თანამედროვე ღია და დახურული თაროებით. თაროებზე შეგიძლიათ წიგნები, ჟურნალები და დეკორატიული ნივთები განათავსოთ, ხოლო დახურულ კომოდებში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეინახოთ. რა თქმა უნდა, თეთრი ფერი შემოსასვლელისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილება არაა, მაგრამ თანამედროვე საღებავების საშუალებით კედელზე ადვილად გაწმენდთ. 

2. ნათელი აქცენტი



პატარა შემოსასვლელი, რომელიც მისაღებ ოთახს მარტივად ერწყმის. რბილი ლურჯი ფერის კედლები, ჰორიზონტალური ქურთუკის საკიდი, ფეხსაცმლის კომოდი და წითელი ფერის კარები, ინტერიერის მთავარ აქცენტს წარმოადგენს. 

3. ღია ფერები



ვიწრო შესასვლელი თეთრი კედლებით, სივრცეს ვიზუალურად ​გააფართოვებს. სივრცე მოსაწყენი რომ არ გამოჩნდეს, დიზაინერებმა კარი, ფეხსაცმლის კომოდი, საკიდები და ნახატები შეარჩიეს. 

4. გრიფელის დაფის კედელი



გრიფელის დაფით გაფორმებული დინამიური შესასვლელი ტანსაცმლის ღია ფერის საკიდებით, ბავშვის აქსესუარების დიდი კალათით, მარტივი სკამით. საინტერესო იდეა შესასვლელის გასაფორმებლად. 

5. გეომეტრიული პრინტი



თუ ეფექტური და ვიზუალურად გადიდებული შესასვლელის გაკეთება გსურთ, არჩევანი გეომეტრიული თემატიკაზე შეაჩერეთ. ქაოტური ტანსაცმლის საკიდი, პატარა თეთრი კომოდი ინტერიერს შეავსებს.