მსოფლიოს 15 საოცარი ადგილი რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის

9. ქალაქი ეფესი, თურქეთი

თუკი პლანეტაზე არსებობს ქალაქი, რომელიც თავის სილამაზეს ისტორიას უნდა უმადლოდეს, მაშინ ეს ეფესია, თურქეთი. ეს არის უძველესი ქალაქი, ის ცნობილია არტემიდას ტაძარით, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთით, რომელიც ომების დროს დაინგრა. ეფესი ქრისტიანული ისტორიის მრავალი მოვლენის მოწმე გახდა, მათ შორის ლეგენდისაც, რომელის მიხედვითაც წმინდა მარიამი ცხოვრობდა ამ ქალაქში თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში. ეფესში მდებარეობს ცელსიუსის ბიბლიოთეკის ნანგრევებიც, წმინდა ანდრიანეს ტაძარი და პოლლიოს საფლავიც.
8. მოჯადოებული ჭა ჩაპადა დიამანტინას ნაციონალურ პარკში, ბრაზილია

მოჯადოებული ჭა (Poco Encantado) ბრაზილიაში სინამდვილეში ჭას არ წარმოადგენს ჩვენს წარმოდგენაში ეს გეოლოგიური განათლებაა 30 მეტრის სიღრმით, ის შევსებულია სუფთა გამჭირვალე წყლით. წყალიიმდენად სუფთაა, რომ ფსკერზე ქვების და ხის კუნძების დანახვასაც შეძლებთ.
7. პოლატას სასახლე, ტიბეტი

1645 დან 1959 წლამდე როდესაც აჯანყება მოხდა, პოლატას სასახლეში ცხოვრობდა დალაი ლამა. სასახლემ სახელწოდება მიიღო მთის სახელისგან პოტალაკა. სასახლეში არის ორი საგუშაგო, რომელთაგან ერთ-ერთიც გამოქვაბულში მდებარეობს. გარედან მოგვაგონებს ციხესიმაგრეს დახრილი კედლებით, ვიწრო სახურავით და კიბეებით, რომელსაც მთის მწვერვალზე მივყავართ. აქვე მდებარეობს ორი სასახლეც: თეთრი სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობდა და წითელი სასახლე რომელსაც ლოცვებისთვის და მედიცინისთვის იყენებდენ. დღეს კი აქ მუზეუმია განთავსებული.
6. აიუტჰაია, ტაილანდი

თავის დროზე აიუტჰაია სიამას დედაქალაქი იყო, სიამა დღეს ცნობილია როგორც ტაილანდი. ის მდინარე ჩხაო პხრაიას სანაპიროზე იქნა აშენებული და იმ დროისთვის ყველაზე განვითარებად ქალაქად ითვლებოდა, მას აღმოსავლეთის ვენეციასაც კი უწოდებდენ. დღეს ქალაქი ნანგრევებშია და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია ისტორიული პარკი. აქ მდებარეობს ბევრი ტაძარი, მათ შორის ვატ ტხამმიკარატი და ვატ იანასენი.