5 ტურისტული ადგილი, რომელსაც გაქრობა ემუქრება

5 ტურისტული ადგილი, რომელსაც გაქრობა ემუქრება
მსოფლიოში არსებობს უამრავი გასაოცარი ადგილი, რომელიც თავისი სილამაზით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ რიგებში შედის რამდენიმე ისეთი ადგილი, რომელთაც სურვილის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ესტუმროთ, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ, მათ შესაძლებელია საერთოდ შეწყვიტონ არსებობა...

1. კილიმანჯარო, ტანაიზია. ლეგენდარული ყინულოვანი საფარი კილიმანაროს მწვერვალზე დღითიდღე პატარავდება. ბოლო ასწლეულის მანძილზე მყინვარის ფართობი 85 პროცენტით შემცირდა, ამ ბოლო დროს კი ეს პროცესი გაცილებით აჩქარდა. 12 000 წლიანმა მყინვარმა შესაძლოა 20 წელიწადში არსებობა შეწყვიტოს.


2. მკვდარი ზღვა. ტბა, რომელიც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ღრმა დაბლობზე, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ქვემოთ მიიწევს, დაახლოებით 1 მეტრით წელიწადში. ამ პროცესის განვითარების მთავარ მიზეზად ითვლება ისრაიელის, იორდანიისა და სირიის მიერ წყლის სასოფლო სამეოურნეო, სამრეწველო საქმიანობებისთვის გამოყენება. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მკვდარი ზღვის ფართობი 1/3_ით შემცირდა.

5 ტურისტული ადგილი, რომელსაც გაქრობა ემუქრება
3. ტუვალუ. ამ ულამაზესი ადგილის მთავრობამ, სადაც დაახლოებით 10 000 ადამიანი ბინადრობს, ავსტრალიას მიმართა თხოვნით, რომ ისინი დახმარებოდნენ მათ მთელი მოსახლეობის ევაკუაციაში. ტუვალუს მოსახლეობა იქნება მსოფლიოს ისტორიაში პირველი ერი, რომელიც დატოვებს თავის მიწას გლობალური დათბობის გამო. ტროპიკული ქარიშხლების დროს მთელი სოფელი ექცევა უდიდეს ტალღებში, რის შედეგადაც ისედაც მცირე რაოდენობით მტკნაი წყალი სულ ქრება. მეცნიერების ვარაუდით უკვე 2050 წლისათვის მთლიანი ტუვალუ წყალში ჩაიძირება.


4. ვენეცია. წელიწადში 4-5 ჯერ წმნიდა მარკოს ტერიტორია მთლიანად წყალში იძირება, ხოლო დრო და დრო ჩაძირული ნაწილის ფართობი იზრდება. უახლოესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ვენეცია წელიწადში 2 მილიმეტრით წყალში იძირება. ეს მოვლენა აიხსნება იმით, რომ ადრიატიკის ზღივს დონე დღითიდღე მაღლა იწევს.


5. მალდივია. მსოფლიო ოკეანეების დონის მატება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მალდივიის კუნძულებს, რომელიც სულ მცირდეით აღემატება ოკიანის დონეს. ყველაზე მაღალ წერტილში - მხოლოდ 2,5 მეტრით.