მსოფლიოს 15 საოცარი ადგილი რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის

მსოფლიოს 15 საოცარი ადგილი რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის
გიზის პირამიდა. პეტრა იორდანიაში. რომის კოლიზეუმი. ეს ობიექტები უკვე მრავალი ათეული წლის მანძილზე ითვლებიან ტურისტულ მექად მთელს მსოფლიოში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმდენად გაკომერციულდენ დაკარგეს თავისი მხატვრულობა, ისტორიული ფასეულობა და თვითმყოფადობა. იმისათვის, რომ ტურისტების რიგებს აარიდოთ თავი, დილაადრიან უნდ ამიხვიდეთ მათ დასათვალიერებლად. ისინი უსიტყვოდ ძალიან ლამაზები, უნიკალურები არიან და იმსახურებენ იმას, რომ მათ სანახავად მილიონობით ტურისტები ჩადიოდენ. მაგრამ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ უნიკალური ადგილები, რომლებამდეც ტურისტებს ჯერ არ მიუღწევიათ.


15. შოკოლადის მთები, ფილიპინები

ფილიპინების ერთ-ერთ რაიონში მდებარობს უნიკალური გეოლოგიური განათლება - მთების ჯგუფი რომელთაც ჭანჭველების ბუდის ფორმა აქვთ, ისინი დაფარულია ბალახით, რომელიც წლის განმავლობაში ღებულობს ყავისფერ შეფერილობას. შორიდან თუ შეხედავთ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მთებს თავზე მოპნეული აქვთ შოკოლადის ფხვნილი. ტერიტორიის ფართობი 50 კვადრატული კილომეტრი დაფარულია უზარმაზარი შოკოლადის ტრიუფელებით, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 45 მეტრს შეადგენს. ეს მთები შესანიშნავად ჩანს დასათვალიერებელი მოედნიდან, რომელიც ქალაქ კარმენში მდებარეობს.


14. ტორუნი, პოლონეთი

ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ იტრაბახონ კარგად შემონახული შუასაუკუნისდროინდელი ქალაქებით და მათ შორის არც პოლონეთია გამონაკლისი. ქალაქი ტორუნი ცნობილია არა მხოლოდ ცნობილი ასტრონომის ნიკოლაი კოპერნიკის დაბადების ადგილად, არამედ თავისი ისტორიული ნაწილითაც, რომელიც იდეალურად არის შემონახული ჩვენს დრომდე. ქალაქის ამნაწილში მდებარეობს აგურის შენობები, მათ შორის ეკლესიაც,მერია და ფორტიფიკაციული ნაგებობებიც, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აშენდა.


13. ქალაქი შუში, ირანი

ახლო აღმოსავლეთი მდიდარია ისტორიით და ითვლება ცივილიზაციის აკვნად. სწორედ აქ მდებარეობს უდიდესი ქალაქი შუშის ნანგრევები, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული რამოდენიმეჯერ. ქალაქი თარიღდება მეხუთე საუკუნით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წამოადგენს მეფე არდაშირას სასახლე, რომელიც მდინარე შაურის სანაპიროზეა, ზაგროსის მთათა სისტემის, ქედის ძირში. ასევე ღირს მოინახულოთ შუში-ს ყოფილი სასაფლაოც, სადაც მდებარეობს ტაძარი და უამრავი კერამიკული ჭურჭელი საფლავებზე, როგორც ძღვენი.


12. მეტეორის სამონასტრო კომპლექსი, საბერძნეთი

მეტეორის, ყველაზე დიდი მართმადიდებული სამონასტრო კომპლექსი, ცნობილია ასევე როგორც "შუა ცა", ის ფესალიის კლდეებში მდებარეობს. კლდის მვერზე აშენებულია ექვსი მონასტერი, ისინი იმდენად მაღალია, თითქოს და ზეცას სწვდებიან. იმის გამო, რომ ობიექტი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული, მას იშვიათად სტუმრობენ ტურისტები.


11. პორტმეირიონი, უელსი
მსოფლიოს 15 საოცარი ადგილი რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის
ადგილს რომელიც ცენტრალურ უელსში მდებარეობს, ხშირად მოიხსენიებენ "იტალიის ნამცეცად", ძირითადად იმის გამო, რომ შენობები აქ აშენებულია იტალურ სტილში. პორტმეირიონი მოგვაგონებს ისეთ ზღვისპირა ქალაქს იტალიაში, როგორიცაა პორტოფინო და სორენტო. არის მტკიცებულება იმისაც, რომ არქიტექტორი სერ ბერტრან უილიამს-ელლისი, არც კი ფიქრობდა იტალიაზე, როდესაც აშენებდა შენობებს ამ ადგილას, მას უბრალოდ სურდა შეექმნა ბაროკოს შუასაუკუნეებისდროინელი სტილი. ამ ადგილის ღირსშესანიშნაობად ითვლება ცენტრალური მოედანი.



10. სიყვარულის გვირაბი, უკრაინა

უკრაინის ქალაქ კლევანის ტყეში მდებარეობს რკინისგზა, რომლის 3 კილომენტრიანი მონაკვეთიც მწვანე მცენარეულ გვირაბში გადის. ეს ცნობილი და ტურისტებს შორის პოპულარული ადგილი იწოდება შეყვარებულების გვირაბად, იქ ჩადიან შეყვარებულები და იღებენ ფოტოებს. თუკი შეყვარებულები ამ გვირაბში გაისეირნებენ და ჩაიფიქრებენ სურვილს, ეს სურვილი ახდება.

სტატიის ავტორი: თამაზ თოქმაძე