მსოფლიოს 8 ადგილი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ!

მსოფლიოს 8 ადგილი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ!
დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც ადამიანი ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს. თუ ამ ჩამონათვალიდან ერთ–ერთს მაინც ვერ ნახავთ, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი დაკარგეთ.

1. სფინქსი (ეგვიპტე)

ეგვიპტეში უნდა იმოგზაუროთ არა იმიტომ, რომ შვებულება გაატაროთ და ფეშენებელური სასტუმროს კომპლექსით დატკბეთ, არამედ იმიტომ, რომ ნახოთ სფინქსი. რა თქმა უნდა, ყველა ფარაონის სამარხის მონახულება საჭირო არ არის, სამი მათგანი კი აუცილებლად უნდა იხილოთ.



პირველ რიგში, საჭიროა ფარაონ ხეფრენის პირამიდის ნახვა. ასევე რეკომენდებულია მისი შვილის, ხეოფსის და შვილთაშვილის მიქერინის პირამიდების მონახულებაც. სფინქსის იდუმალი ქანდაკება კი გულგრილს ვერავის დატოვებს. არაბები მას აბულგოლს უწოდებენ, რაც თარგმანში საშინელებათა მამას ნიშნავს.


2. ვულკანური კუნძული სანტორინი (საბერძნეთი)

გადმოცემის მიხედვით, ეგეოსის ზღვაში არსებული კუნძული სანტორინი ზუსტად ის ადგილია, სადაც ატლანტიდას ცივილიზაცია არსებობდა. უფრო სწორად, ატლანტიდას ჩაძირული კუნძულის ერთ–ერთი ნაწილია. სანტორინი 5 პატარა კუნძულის ერთობლიობას წარმოადგენს.

მსოფლიოს 8 ადგილი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ!

ბოლო 20 წლის განმავლობაში ვულკანური წარმოშობის კლდოვანი კუნძულები საბერძნეთის ერთ–ერთ ყველაზე აქტიურ ტურისტულ ცენტრად იქცა. ტურისტებს იზიდავთ სანტორინის სოფლების მონახულება და ულამაზეს ეგეოსის ზღვაში ნებივრობა. ამ კუნძულებზე სამი ტიპის პლაჟებია – წითელი, შავი და თეთრი. ამბობენ, სანტორინის კუნძულებზე მზე ყველაზე ლამაზად ჩადისო.


3. სტოუნჰენჯი (ინგლისი)

სტოუნჰენჯი მსოფლიოში ცნობილი ქვის კომპლექსია, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ქანდაკება 30 ქვის ლოდისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულის წონა 25 ტონაა. სწავლულების აზრით, მთელი ეს კომპლექსი უძველესმა ბრიტანელებმა ააშენეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩვენს ერამდე 3100 წელს ცხოვრობდნენ.
სტოუნჰენჯი უამრავ საიდუმლოს ინახავს. მისი შესწავლა დღემდე მიმდინარეობს. მეცნიერებს ვერაფრით აუხსნიათ, რაში დასჭირდათ ძველ ადამიანებს ამდენი გარჯა იმისათვის, რომ ეს კომპლექსი შეექმნათ.



4. იტალია

იტალიაზე ლაპარაკი საათობით შეიძლება. ეს თანამედროვე და ამავდროულად უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანა მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრად ითვლება. იტალიის ნებისმიერი წერტილი თავისებურ ინტერესს იწვევს. მაგალითად, მილანი არამარტო იტალიის სავაჭრო ცენტრია, მსოფლიოს მაღალი მოდის ეპიცენტრიც გახლავთ. ჩრდილო–აღმოსავლეთ იტალიის სიამაყედ ითვლება ვენეცია და ვერონა, ერთ–ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი მსოფლიოში. კარგი ღვინის მოყვარულებისთვის კი არსებობს პატარა ადგილი პიემონტო, რომელიც უჩვეულო ღვინის დაგემოვნების საშუალებას იძლევა.

იტალიის ქალაქებს შორის ულამაზესია გენუა, გურმანებისთვის კი იდეალური ადგილია ლუნიგიანა, ალბენგა და სერიალი. ტურისტი, რომელსაც უნდა, შთაბეჭდილებებით დაიტვირთოს, ემოციურად დაისვენოს და მოდურად გამოიყურებოდეს, აუცილებლად იტალიას უნდა ეწვიოს.



5. ლოხ ნესის ტბა (შოტლანდია)

ამ ტბის გარშემო ბევრი ლეგენდა არსებობს და ყველა მათგანი ურჩხულ ნესის უკავშირდება, რომელიც თითქოს ამ ტბაში ბინადრობს. ტბის სანაპიროზე არსებობს ამავე სახელწოდების მუზეუმი, სადაც ყველანაირი ლეგენდა გაცოცხლებულია.



გარდა ამ ლეგენდისა, ტბა ღირსშესანიშნავია იმითაც, რომ ის ძალიან დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს. ლოხ ნესის სიღრმე 230 მეტრია. თუ ურჩხულის შესახებ ლეგენდა მართალია, მაშინ ის ძალიან ღრმა წყალში იცხოვრებს და ხელს არ შეგიშლით, ტბის ულამაზესი პანორამით დატკბეთ.


6. მზისა და მთვარის პირამიდები (აშშ)

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის ვერ მოხვდნენ, ტეოტიუკანას პირამიდები ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი ქმნილებებია. ოდესღაც ამ ტერიტორიაზე ცხოვრება ჩქეფდა.

მზის პირამიდა 65 მეტრი სიმაღლისაა. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა და არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პირამიდის ქვეშ არსებული 103 მეტრიანი გვირაბი, რომელიც მეორე, მთვარის პირამიდას უკავშირდება.



7. მაჩუ პიკჩუ (პერუ)

"დაკარგული ქალაქი", "ღრუბლებში არსებული სახელმწიფო" - ასე უწოდებენ 2800 მეტრზე ანდების მთებში არსებულ ქალაქს. ეს ტერიტორია კარგა ხანი მიუწვდომელი იყო ადამიანებისათვის. ის 1911 წელს სპეციალურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა.

დღემდე უცნობია, რატომ დასჭირდათ ინკებს ასეთ სიმაღლეზე დასახლება. ერთ–ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ეს დასახლებული პუნქტი იმიტომ შეიქმნა, რომ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ მზესთან. სწორედ აქ მდებარეობს მზის ტაძარი. ამ ადგილზე დღემდე ენით აუწერელი სილამაზეა.



8. ოქროს პავილიონი (იაპონია)

შეუძლებელია, ეს პავილიონი ვერ შენიშნო. ის მთლიანად ოქროთია დაფარული და მზის სხივებზე ბრწყინავს. შორიდან ის ლამაზ ყუთს ჰგავს, რომელიც ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი.



ოქროს პავილიონი 1397 წელს იაპონელმა იმპერატორმა ააშენა. როდესაც იმპერატორმა სეგუნა ესიმიცუმ პოლიტიკის მიმართ ინტერესი დაკარგა, სწორედ აქ, ამ პავილიონში განმარტოვდა და სიცოცხლის ბოლო წუთებიც აქ გაატარა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ადგილი ტაძრად აქციეს.

სანახაობა მართლაც წარმოუდგენლად ლამაზია. აქ მთელი იაპონური სიმდიდრე, კულტურა და ტრადიციაა თავმოყრილი.