15 ყველაზე საიდუმლოებით მოცული და შოკისმომგვრელი არქეოლოგიური აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში

15 ყველაზე საიდუმლოებით მოცული და შოკისმომგვრელი არქეოლოგიური აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში
8. როზეტის ქვა



1799 წელს ფრანგი ჯარისკაცის მიერ ეგვიპტის მცოცავ ქვიშებში აღმოჩენილი როზეტის ქვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქეულოგირუ აღმოჩენაა დღესდღეობით. სწორედ ამ ქვის წყალობით შეიცნო და შეისწავლა თანამედროვე მსოფლიომ ეგვიპტური იეროგლიფები. ქვა, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წლით სინამდვილეში გახლავთ დიდი ქვის ფრანგმენტი, რომელიც შეიცავს მეფე პტოლემე V ბრძანებებს სამ ენაზე.

9. სფეროსებული ქვები კოსტა-რიკაში



მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ თითქმის იდეალური სფეროსებული ქვების გამოკვეთას ათასობით წელი დასჭირდა. მატი დანიშნულება დღემდე უცნობია.

10. ტროა



ტროა - ქალაქი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და მასზე უამრავი ლეგენდა არსებობს, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში (თანამედროვე თურქეთი). 1864 წელს ინგლისელი არქეოლოგი ფრანკ კალვერტი აწარმოებდა გათხრებს მოედანზე, რომელიც შეიძინა ადგილობრივი ფერმერისგან. გენრიქს შრილმანმა, რომელიც გახლადათ გერმანელი ბიზნესმენი და არქეოლოგი, ასევე დაიწყო გათხრები ამ რაიონში მას შემდეგ, რაც შეხვდა კალვერტს ჩანკალში. მოკლედ, სწორედ მათ აღმოაჩინეს ეს უძვველესი ქალაქი.

11. ანტიკიტერი მექანიზმი



მე-20 საუკუნის მიწურულს ეს მექანიზმი აღმოაჩინეს გემის ჩაძირვის ადგილზე ბერძნული კუნძულის, ანტიკიტერას მახლობლად. დღესდღეობით 2000 წლის ეს მოწყობილობა ითვლება მსოფლიოში პირველ სამეცნიერო კალკულატორად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მზის, მთვარისა და პლანეტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა მხოლოდ თარიღის შეყვანით.

12. რაპა ნუი



რაპა ნუის კუნძული გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ადგილი, რომელიც მდებარეობს ათასობით კილომეტრის მოშორებით ჩილეს სანაპიროდან წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. კიდევ უფრო გაუგებარი და გასაოცარია ის ფაქტი, რომ ადამიანებმა, რომლებიც ათასობით წლის წინათ აქ დასახლდნენ, სასწაულებისამებრ ააშენეს უზარმაზარი ქანდაკებები გიგანტური ქვებისგან.

13. თავის ქალების დატბორილი საფლავი



შვეიცარიაში, მოტალაში დამშრაი ტბის გათხრებისას არქეოლოგები წააწყდნენ რამდენიმე თავის ქალას, რომელთაც ხმალი ჰქონდათ გაყრილი. რაც არ უნდა მომხდარიკო ამ ადგილას 8000 წლის წინათ, აშკარად ეს კარგი სანახაობა არ იქნება.

14. მკვდარი ზღვის გრაგნილები



როზეტის ქვის მსგავსად მკვდარი ზღვის გრაგნილები გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენაა. ეს გრაგნილები შეიცავს ბიბლიური დოკუმენტების პირველ ეგზემპლიარებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 150 წლით.

15. საიდუმლოებით მოცული მანუსკრიპტი



ეს ხელნაწერი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ამოუცნობ და საიდუმლოებით მოცულ ხელნაწერად, რომელიც თარიღდება მე-15 საუკუნით და დაწერილია იტალიაში. ყველაზე დიდი ადგილი ამ ხელნაწერში დათმობილი აქვს უძველეს რეცეპტებს და სხვადასხვა მცენარეების აღწერებს, თუმცა თანამედროვე მეცნიერება ამ მცენარეების არსებობას ვერ ამტკიცებს, ხოლო მანუსკრიპტის ენის გაშიფვრა დღემდე ვერავინ შეძლო.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე