შოკისმომგვრელი და განსაცვიფრებელი არქეოლოგიური აღმოჩენები
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არქეოლოგია-არც თუ ისე სასიამოვნო და პოპულარული პროფესიაა, მაგრამ ნებისმიერი არქეოლოგის ცხოვრებაში ოდესმე მაინც დგება ის ამაღელვებელი მომენტი, როცა სენსაციური აღმოჩენა გადაფარავს წლების განმავლობაში მიწის უშედეგო ქექვის სიმძიმეს. ეს რეალობაა- არქეოლოგები ხომ ყოველდღე არ პოულობენ გაქვავებულ ქალაქებს, ათასეული წლების წინ დამარხულ მუმიებს, საუკუნოვან ლარნაკებსა თუ სხვა საინტერესო უძველეს და ანტიკვარულ ნივთებს.
ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ არქეოლოგიის ისტორიაში 25 ყველაზე მნიშვნელოვანი, სენსაციური და განსაცვიფრებელი აღმოჩენა.
1. ვენეციელი ვამპირი
დღეს უკვე ნებისმიერმა მოსწავლემ იცის, რომ ვამპირის მოსაკლავად საჭიროა მას გული თუთიის შუბით ან ვერცხლის ტყვიით გაუხვრიტო, მაგრამ საუკუნეების წინ ეს წესი ერთადერთ მეთოდად როდი ითვლებოდა. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ უძველესი ალტერნატივა ვერცხლის ტყვიისა - აგური ვამპირის პირში. აბა დაფიქრდით, როდის შეწყვეტს ვამპირი ადამიანების სისხლის სმას?- როცა მას პირი ცემენტით ექნება ამოვსებული. თავის ქალა, რომელსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, ვენეციის გარეუბანში იქნა ნაპოვნი სამარხებში დაფლულ უამრავ ჩონჩხს შორის. სავარაუდოდ, ადამიანი, ვისაც ეს თავის ქალა ეკუთვნოდა, ვამპირობის ბრალდებით გაასამართლეს და მას სასჯელად პირი დაუცემენტეს.
2. ბავშვების სასაფლაო
ამ პოსტის გაცნობისას თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები მიდრეკილნი იყვნენ კანიბალიზმის, მსხვერპლშეწირვისა და წამებისადმი. ასე მაგალითად, ამ ცოტაოდენი ხნის წინათ არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს ისრაელში არსებული რომაული (ბიზანტიური) აბანოების ქვეშ. მათ აქ იპოვეს შემზარავი რამ - კერძოდ, პატარა ბავშვების ძვლები და ჩონჩხები, თან უამრავი რაოდენობით. გაუგებარი მიზეზების გამო ვიღაცები თავიდან იშორებდნენ ჩვილებს და მათ პირდაპირ კანალიზაციაში ისროდნენ. ბავშვების ასაკი სავარაუდოდ ერთი დღიდან სამ წლამდე იყო.
3. აცტეკების მსხვერპლშეწირვა
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსებისათვის ცნობილია აცტეკების უამრავი სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დღესასაწაულის არსებობის შესახებ, 2004 წელს მეხიკოს გარეუბანში ნაპოვნი იქნა ამ რიტუალის რეალობის დამადასტურებელი ფაქტები -კერძოდ, საოცრად დამახინჯებული და დანაწევრებული უამრავი ადამიანის სხეული, რომლებიც სავარაუდოდ, აცტეკებმა მსხვერპლად შეწირეს თავიანთ კერპებს.
4. ტერაკოტის არმია
ეს უზარმაზარი ტერაკოტის არმია დამარხული იქნა ჩინეთის პირველი იმპერატორ ცინ შიხუანდისთან ერთად. სავარაუდოდ, ჯარისკაცებს უნდა დაეცვათ თავიანთი ხელმწიფე პირიქითა სამყაროში.
5. მუმიები, რომლებიც ყვირიან
ეგვიპტელებმა ალბათ არ იცოდნენ ის ფაქტი, რომ გარდაცვალების შემდეგ თუ მიცვალებულის ყბებს თავის ქალასთან მჭიდროდ არ მიაკრავთ, პირი გაიღება და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი ყვიროდა სიკვდილის წინ. მიუხედავად იმისა, რო ეს ფენომენი ბევრ მუმიაში შეინიშნება, ამის გამო ისინი სულაც არ ხდებიან ნაკლებად ამაზრზენები, მაგრამ ხანდახან არქეოლოგები პოულობენ მუმიებს, რომელთა პატრონები, როგორც ჩანს, მართლაც ყვიროდნენ სიკვდილის წინ (სავარაუდოდ, არც ისე სასიამოვნო მიზეზების გამო). ფოტოზე თქვენ ხედავთ მუმიას, რომელსაც სახელად "უცნობი ადამიანი E" უწოდეს. ის აღმოაჩინა გასტონ მასპარომ 1886 წელს.
6. პირველი კეთროვანი ადამიანი
კეთრი ანუ ლეპრა მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის გადამდებ დაავადებად არ ითვლება, ამ სენით დაავადებული ადამიანები საზოგადოებისაგან მოწყვეტილი ცხოვრობდნენ მათი გარეგნული სიმახინჯის გამო, ასევე იმის გამო, რომ ძველად ეს სენი გადამდებად მიაჩნდათ. ამ ადამიანის სხეული, რომლის თავის ქალასაც თქვენ სურათზე ხედავთ, სწორედ ქალაქგარეთ იქნა დამარხული. ნაპოვნს არქეოლოგებმა "პირველი კეთროვანი" უწოდეს.
7. უძველესი ქიმიური იარაღი
1993 წელს რობერ ბიუსონი აწარმოებდა გათხრებს ძველ რომსა და სპარსეთს შორის ბრძოლის ველის ტერიტორიაზე და ის აქ წააწყდა უცნაურ გვირაბებს. გვირაბში მან იპოვა 19 რომაელი ჯარისკაცის სხეული, რომლებიც, როგორც ჩანს, განწირულნი გაურბოდნენ რაღაცას. სავარაუდოდ, როცა რომაელებმა შეიტყეს, რომ სპარსელები საიდუმლოდ თხრიდნენ გვირაბს მათ ქალაქში შემოსაღწევად, მათ გადაწყვიტეს თავადაც გაეთხარათ გვირაბი, რათა კონტრშეტევა განეხორციელებინათ მტრის წინააღმდეგ. მაგრამ საუბედუროდ, სპარსებმა გაიგეს ამის შესახებ და რომაელებს მახე დაუგეს: როცა რომაელი ჯარისკაცები გვირაბში ჩაეშვნენ, მათ იქ ცხელი გოგირდის ორთქლი და ბიტუმი დახვდათ, ხოლო ეს ჯოჯოხეთური ნარევი, როგორც ცნობილია, ადამიანის ფილტვებში სასიკვდილო შხამად გადაიქცევა.
8. როზეტის ქვა
1799 წელს ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ერთმა ფრანგმა ჯარისკაცმა ქვიაშაში ქექვისას უცნაური ქვა იპოვა. სწორეც ეს ქვა გახდა თანამედროვე არქეოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაპოვნი და ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის წყარო. როზეტის ქვა წარმოადგენს სხვა, ზომით უფრი დიდი ქვის ფრაგმენტს, რომელზეც წერია მეფის პტოლემეოს V-ის ბრძანება (დაახლოებით 200 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე). ბრძანება გადათარგმნილია სამ ენაზე: ეგვიპტურ იეროგლიფებზე, ძველბერძნულზე და სპარსულზე.
9. დიკვინსის ბურთები
მათ სხვაგვარად კოსტა-რიკის ქვის ბურთებსაც უწოდებენ...მეცნიერები თვლიან, რომ ეს თითქმის იდეალური ფორმის ქვის ბურთები, რომლებსაც დღესაც პოულობენ მდინარე დიკვინსის ნაპირებთან, დაახლოებით ათასი წლის წინ იქნა გამოკვეთილი, მაგრამ არავის ძალუძს იმის თქმა, თუ რისთვის იყენებდნენ მათ და რა დანიშნულება ჰქონდა ამ ბურთებს. შესაძლებელია, ეს იყო პლანეტების სიმბოლოები ან ქვები გამოიყენებოდა მეზობლად მცხოვრები ტომების კუთვნილი მიწების საზღვრებად. პარამეცნიერები თვლიან, რომ ამ იდეალური ფორმის ქვის სფეროების გამოკვეთას ძველი ადამიანი ვერ შეძლებდა და ისინი კოსმოსური სტუმრების ნამოქმედარს წარმოადგენს.
10. ადამიანი გრობოლიდან
ჭაობებში ნაპოვნი მუმიფიცირებული სხეულები არქეოლოგებისათვის არცთუ იშვიათ ნაპოვნს წარმოადგენს, მაგრამ ეს სხეული, რომელსაც "ადანიანი გრობოლიდან" უწოდეს, უნიკალურია. ის არამარტო იდეალურადაა შენახული თმებისა და ფრჩხილების ჩათვლით, ასევე მკვლევარებმა იოლად შეძლეს მისი სიკვდილის მიზეზის დადგენა გვამზე ნაპოვნი დაზიანების კვალის მიხედვით. კისერზე მიყენებული უზარმაზარი ჭრილობა, რომელიც ერთი ყურიდან მეორემდე გასდევს მუმიას, იძლევა იმის ვარაუდს, რომ ეს ადამიანი მსხვერპლად შეწირეს ღმერთებს კარგი მოსავლის მიღების იმედით.
11. გველები უდაბნოში
ХХ საუკუნის გარიჟრაჟზე პილოტებმა ისრაელის უდაბნო ნეგევში იპოვეს დაბალი ქვის კედლების მთელი სერია. ეს კედლები დღესაც საგონებელში აგდებს მეცნიერებს. კედლის მთელი სიგრძე დაახლოებით 64 კილომეტრს უდრის და მათ სახელად "საჰაერო გველები" დაარქვეს, რადგან ისინი ზემოდან ძალიან გვანან რეპტილიებს. ცოტაოდენი ხნის წინ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს კედლები გამოიყენებოდა ვოლიერებად, კერძოდ კი დიდი ზომის ცხოველების მისამწყვდევად და დასაჭერად. ზოგჯერ კი დიდ ქვებს უშუალოდ დააგორებდნენ მთებიდან და ამ ხერხით ერთდროულად რამოდენიმე ცხოველს ერთად კლავდნენ.
12. ძველი ტროა
ქალაქი ტროა ყველასათვის კარგადაა ცნობილი თავისი ისტორიებითა და ლეგენდებით, ასევე ძვირფასი არქიტექტურული აღმოჩენებით. 1865 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა ფრენკ კალვერტმა თანამედროვე თურქეთის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მდებარე მინდორზე ღრმა ტრანშეა იპოვა. მან ეს ტერიტორია ადგილობრივი ფერმერისაგან შეისყიდა. 1865 წელს კი მდიდარმა ინგლისელმა არქეოლოგმა ჰენრიხ შლიმანმა, მას შემდეგ, რაც კალვერტი გაიცნო, ამ ტერიტორიაზე გათხრები დაიწყო. საბოლოო ჯამში მათ იპოვეს ძველი ქალაქის ტროას ნანგრევები, რომლის არსებობა მანამდე მხოლოდ ლეგენდებით იყო ცნობილი.
13. აკამბაროს ფიგურები
33 ათასი მინიატურული ფიგურისაგან შედგენილი ეს კოლექცია აღმოჩენილი იქნა 1945 წელს მექსიკაში, აკამბაროს მახლობლად. ფიგურები შეიძლება მივამსგავსოთ როგორც დინოზავრებს, ასევე ადამიანებს.
14 . პირველი გამომთვლელი მანქანა
მოწყობილობა ნაპოვნი იქნა ბერძნულ კუნძულ ანდიკიტირთან ახლოს ჩაძირული ხომალდის ნარჩენებზე. ეს 2000 წელზე მეტი ხნის მექანიზმი ითვლება მსოფლიოში პირველ კალკულატორად. ათეულობით მბრუნავი კბილანის მეშვეობით ის საშუალებას იძლევა ზუსტად გავნსაზღვროთ მზის, მთვარის და სხვა პლანეტების მდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც გრძელდება კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად სწორია ეს გამოთვლები, ფაქტი ერთია, რომ ჯერ კიდევ ორი ათასწლეულის წინ ცივილიზაციამ პირველი ნაბიჯები გადადგა მექანიკური ინჟინერიისაკენ.
15. რაპა ნიუ
მეორენაირად მისი სახელწოდებაა აღდგომის კუნძული და ეს ადგილი წარმოადგენს ყველაზე იზოლირებულ ადგილს დედამიწაზე. ის კონტინენტიდან, კერძოდ ჩილეს ნაპირებიდან ათასეული კილომეტრითაა დაშორებული. გასაოცარია არა მხოლოდ ის, თუ როგორ მიაღწიეს ადამიანებმა ათასწლეულების წინ ამ კუნძულამდე, არამედ ის, თუ როგორ მოახერხეს ამ კუნძულზე უზარმაზარი ქვის ქანდაკებების აღმართვა
16. ჩაძირული თავის ქალების სასაფლაო
აწარმოებდნენ რა გათხრებს მოტალის დამშრალი ტბის ფსკერზე, შვედმა არქეოლოგებმა იპოვეს რამოდენიმე თავის ქალა, რომლებშიც ჯოხები იყო გარჭობილი, მაგრამ მთავარი საოცრება წინ იყო: მკვლევარებმა იპოვეს თავის ქალა, რომელშიც სხვა თავის ქალების ნამსხვრევები იყო მოთავსებული. არავინ იცის, თუ რა შეემთხვათ ამ ადამიანებს 8000 წინ წინ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ეს რაღაც საშინელება იქნებოდა.
17. პირი-რეისის რუკა
ეს რუკა დაახლოებით 1500 წლით თარიღდება. მასზე გასაოცარი სიზუსტითაა დატანილი სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის კონტურები. სავარაუდოდ, ის შექმნა გენერალმა და კარტოგრაფმა პირი რეისმა სხვა ათასობით რუკის ფრაგმენტებისაგან.
18. ნასკას გეოგლიფები
ასეულობით წლების განმავლობაში ეს ხაზები არქეოლოგების ფეხქვეშ იყო, მაგრამ ისინი მხოლოდ 1900-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი დანახვა მხოლოდ ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან იყო შესაძლებელი. მეცნიერებმა არაერთი ვარაუდი გამოთქვეს ხაზების წარმოშობის შესახებ -უცხოპლანეტელებიდან დაწყებული გამქრალი ცივილიზაციით დამთავრებული. სიმართლესთან ყველაზე ახლოსაა ის მოსაზრება, რომ ნასკები შესანიშნავი მიწათმზომელები იყვნენ, მაგრამ მიზეზი, თუ რის გამო ხატავდნენ ისინი ამ უზარმაზარ გეოგლიფებს, უცნობია.
19. მკვდარი ზღვის გრაგნილები
ისევე როგორც როზეტის ქვა, ასევე მკვდარი ზღვის გრაგნილები წარმოადგენს თანამედროვე არქეოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას. მასში მოცემულია ბიბლიური ტექსტების ყველაზე ადრეული ასლები (150 წელი ჩვენს ერამდე).
20. ოუენის მთის მოა
1986 წელს არქეოლოგიური ექსპედიცია სულ უფრო და უფრო ღრმად შეიჭრა ახალ ზელანდიაში მდებარე გამოქვაბულში, რომელიც ოუენის მთაზე მდებარეობდა. უცებ მკვლევარები წააწყდნენ ცხოველის თუ ფრინველის უზარმაზარ ფეხს, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ. ის ისე კარგად იყო შენახული, თითქოსდა მისი პატრონი სულ ახლახან მოკვდა, მაგრამ მოგვიანებით გამოირკვა, რომ კლანჭი ეკუთვნოდა პრეისტორიულ უზარმაზარ ფრინველ მოას, რომელიც გასაოცრად ბასრი, შემზარავი ბრჭყალებით იყო შეიარაღებული.
21. ვოინიჩის ხელნაწერი
მას უწოდებენ ყველაზე იდუმალ მანუსკრიპტს მსოფლიოში. ხელნაწერი შეიქმნა მე-15 საუკუნის დასაწყისში იტალიაში. ფურცლების დიდი ნაწილი მოიცავს ბალახეული ნაყენების რეცეპტებს, მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ დახატული მცენარეების არცერთი წარმომადგენელი არ ემთხვევა დღეისათვის არსებულს, ხოლო ენა, რომელზეც დაწერილია მანუსკრიპტი, საერთოდ უცნობია. მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს მისი გაშიფვრა.
22. ჰებეკლი-ტეპე
ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ეს მხოლოდ უზარმაზარი ქვებია, მაგრამ ეს სინამდვილეში უძველესი დასახლებაა, რომლის ნანგრევებიც 1995 წელს აღმოაჩინეს. ის დაარსდა 9000 წლის წინათ და დღესდღეობით ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია რთული და მონუმენტური არქიტექტურისა, რომელიც გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე პირამიდები.
23. საკსაიუამანი
პერუში მდებარე ქალაქ კუსკოს ეს კედლით შემოსაზღვრული კომპლექსი ინკების იმპერიის დედაქალაქის ნაწილს წარმოადგენდა. ყველაზე განსაცვიფრებელია თავად კედლის მშენებლობის ტექნიკა. ქვის ფილები უბრალოდ აწყვია ერთმანეთზე, მაგრამ ისე მჭიდროდ, რომ მათ შორის თმის ღერის შეყოფაც კი შეუძლებელია. ეს ფაქტი გვიჩვენებს, თუ რა ზუსტი იყო ინკების არქიტექტურა.
24. ბაღდადური ბატარეა
1930-იან წლებში ერაყში, ბაღდადთან ახლოს ნაპოვნი იქნა რამოდენიმე უცნაური დოქი. მათზე დიდი ყურადღება არავის გაუმახვილებია, სანამ გერმანელმა მეცნიერმა არ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს "დოქები" სინამდვილეში გალვანურ ელემენტებს წარმოადგენდა. ამ მოსაზრებამ მრავალმხრივი კრიტიკა გამოიწვია, საქმეში "მითების დამანგრეველებიც" კი ჩაებნენ, მაგრამ სულ მალე ისინიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ "დოქები" სავსებით შესაძლებელია, ამ მიზნით ყოფილიყო გამოყენებული.
25. დორსეტის უთავო ვიკინგები
გაჰყავდათ რა რკინიგზა ინგლისის ქალაქ დორსეტთან ახლოს, მუშები წააწყდნენ სამარხს, სადაც დამარხული იყო ვიკინგების ჯგუფი. გასაოცარი იყო ის, რომ ყველა გვამი თავის გარეშე იყო. თავდაპირველად არქეოლოგებმა იფიქრეს, რომ შესაძლოა სოფლის რამდენიმე მცხოვრები გადაურჩა ვიკინგების შემოსევას და ასე იძიეს შური მათზე დაღუპული მეგობრების და ოჯახის წევრების გამო, მაგრამ ჩატარებული საგულდაგულო ანალიზის შემდეგ ეს საქმე კიდევ უფრი ბნელი და ბურუსით მოცული გახდა: თავის მოკვეთის პროცესი ზედმიწევნით ზუსტად და სუფთად იყო შესრულებული, გეგონებოდათ, ვიკინგებს თავები ლაზერის სხივებით წააჭრესო. მეცნიერებმა დღესაც არ იციან, თუ რა მოხდა აქ სინამდვილეში.