15 ყველაზე საიდუმლოებით მოცული და შოკისმომგვრელი არქეოლოგიური აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში

15 ყველაზე საიდუმლოებით მოცული და შოკისმომგვრელი არქეოლოგიური აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში
1. დახოცილი ჩვილები

15 ყველაზე საიდუმლოებით მოცული და შოკისმომგვრელი არქეოლოგიური აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში

როდესაც არქეოლოგები ათვალიერებდნენ კანალიზაციას რომაული და ბიზანტიური აბანოების ქვეშ ისრაელში, მათ აღმოაჩინეს ძალზედ დიდი რაოდენობით ჩვილი ბავშვების ძვლები. რაღაც გარკვეული მიზეზის გამო ვიღაცას აბანოების მშენებლობისას დასჭირდა ათასობით ბავშვის დახოცვა, რომელთა გვამები ჩაყარეს კანალიზაციაში.

2. ვენეციური ვამპირი



დღეს პოპულარულია მოსაზრება, რომ ვამპირის მოკვლის ეფექტური საშუალებაა ხის ისარი, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს მის გულში, თუმცა როგორც ჩანს ყოველთვის ასე არ მიიჩნევდნენ, რადგან ვენეციაში, ერთ-ერთი საძმოს სამარხში აღმოჩენილია თავის ქალა, რომელსაც პირის ღრუ ამოვსებული აქვს ცემენტით.

3. აცტეკური მსხვერპლშეწირვა



ჩვენთვის ყოველთვის კარგად იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ აცტეკებს ჰქონდათ მსხვერპლშეწირვის უამრავი რიტუალი, თუმცა 2004 წელს მეხიკოში განხორციელდა შემზარავი აღმოჩენა. წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ადამიანებისა და ცხოველების მოკვეთილმა თავებმა დაამტკიცა, თუ რამდენად სასტიკი და შემზარავი იყო ეს რიტუალები აცტეკებისთვის.

4. ტერაკოტას არმია



უზარმაზარი ტერაკოტას არმია, რომელიც დამარხული იქნა ცინ შიჰუანდისთან ერთად, რომელიც გახლდათ ჩინეთის პირველი იმპერატორი, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. როგრც ჩანს, ჯარისკაცებს თავისი იპერატორი სიკვდილის შემდეგაც უნდა დაეცვათ.

5. მომყვირალი მუმიები



ეგვიპტელებს თვალთახედვაში არ ჰქონდათ ის ფაქტი, რომ თუ ყბას არ მივამაგრებთ თავის ქალას, მიცვალებულის პირი გაიხსნება, თუმცა მიუხედავად ამისა უამრავ მუმიას პირი დახურული აქვს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ისეთი მუმიებიც, რომლთაც პირი ღია აქვთ. ეჭვგარეშეა, რომ ეს მუმიები სიკვდილის დროს ყვიროდნენ, რისი მიზეზიც შეიძლება წამება და კონკრეტული რიტუალები იყოს.

6. პირველი კეთროვანი



პროკაზა, რმელიც მეორენაირად ჰანსესის დაავადების სახელითაა ცნობილი, გადამდები არ არის, თუმცა მისით შეპყრობილ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში რიყავდა საზოგადოება, რადგან მათ დაბინდული ჰქონდათ გონება. ინდოეთში ნაპოვნია თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ცეცხლზე დაწვეს. სწორედ ეს ადამიანი ითვლება მსოფლიოში პირველ კეთრვან ადამიანად.

7. უძველესი ქიმიური ომი



1933 წელს არქეოლოგი რობერტ დიუ მენილ დიუ ბიუსონი ატარებდა არქეოლოგიურ გათხრებს იმ ადგილას, სადაც გაიმართა რომაელებისა და სპარსელების ბრძოლა. მან იპოვა გვირაბი, რომელიც გათხრილი იყო ქალაქის ქვეშ, სადაც აღმოაჩინეს 19 დაღუპული რომაელი სარდლის ნარჩენი, რომლებიც უიმედოდ ცდილობდნენ რაღაცისგან გაქცევას, ასევე სპარსი მეომრის ცხედარი, რომელსაც შეკუმშული აქვს მკერდის კუნთი. როდესაც რომაელემა გაიგეს, რომ სპარსელები თხიდნენ გვირაბს მათი კდლების ქვეშ, მათ საპირისპირო მიმართულებით დაიწყეს თხრა, რათა თავს დასხმოდნენ მტერს, თუმცა სპარსელებმა დაამონტაჟეს ხაფანგები საკუთარ გვირაბში. ცეცხლწაკიდებული გოგირდისა და ბიტუმის კვამლი შესუნთქვისთანავე ფილტვებში მჟავად გადაიქცევა, რაც ადამიანის სწრაფ და მტანჯველ სიკვდილს იწვევს.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე