10 ყველაზე საშინელი და არაადამიანური მსხვერპლშეწირვის რიტუალი კაცობრიობის ისტორიაში.

10 ყველაზე საშინელი და არაადამიანური მსხვერპლშეწირვის რიტუალი კაცობრიობის ისტორიაში.
10 ყველაზე საშინელი და არაადამიანური მსხვერპლშეწირვის რიტუალი კაცობრიობის ისტორიაში:

ავაზაკები ინდოეთში.



ავაზაკებს ინდოეთში უწოდებენ ''ტუგებს'', რადგან ეს სიტყვა გახლავთ ინდური სიტყვის, ''თაღლითის'' სინონიმი. ტუგების დაჯგუფება გავრცელებული იყო მთელს ინდოეთში. ავაზაკები, როგორც წესი, თავს ტურისტებად ასაღებდნენ და მოგზაურებს კომპანიონობასა და დაცვას სთავაზობდნენ. ამის შემდეგ, ეს ადამიანები თვალს ადევნებდნენ საკუთარ მსხვერპლს რამდენიმე დღის განმავლობაში და ელოდებოდნენ შესაფერის მომენტს, როდესაც მსხვერპლი იქნებოდა უმწეო და დაუცველი.

ტუგები მიიჩნევდნენ, რომ მსხვერპლშეწირვის დროს არ უნდა დაღვრილიყო სისხლი, რის გამოც ისინი ადამიანებს ახრჩობდნენ, ან წამლავდნენ. ინდოელი ავაზაკების ამ დაჯგუფებამ მილიონზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს 1740 წლიდან 1840 წლამდე არსებულ შუალედში. გარდა ამისა, აღმოჩენილია რამდენიმე უდიდესი სამარხი, რომელშიც არსებული თითოეული გვამი ტუგებმა ქალღმერთ კალის შესწირეს.

გიგანტური ადამიანის ქანდაკება.




იულიუს კეისარი მიიჩნევდა, რომ მსხვერპლშეწირვის ეს მეთოდი გამოიგონეს კელტებმა და მისი არსი მდგომარეობდა გიგანტური ადამიანის ფორმის შენობაში ათასობით ადამიანისა და ცხოველის ერთდროულად დაწვაში. კელტები მსხვერპლს სწირავდნენ საკუთარ ღმერთებს იმ იმედით, რომ მომავალი წელი იქნებოდა ნაყოფიერი და მოიპოვებდნენ გამარჯვებას ომში.

თავდაპირველად კელტები გიგანტური ადამიანის ქანდაკებაში, რომელიც აშენებული იყო ხისგან და თივისგან, ანთავსებდნენ ცხოველებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ცხოველები დააკლდებოდათ, ისინი წვავდნენ ტყვეებს, ან სულაც უდანაშაულო ადამიანებს.

მაიას ტომში გავრცელებული მსხვერპლშეწირვის პრაქტიკა.

10 ყველაზე საშინელი და არაადამიანური მსხვერპლშეწირვის რიტუალი კაცობრიობის ისტორიაში.

მაიას ტომი კარგადაა ცნობილი მსხვერპლშეწირვის მრავალფეროვანი რიტუალებით. ღმერთებისთვის ცოცხალი ადამიანების შეთავაზება ამ ადამიანების რელიგიის განუყოფელი ნაწილი იყო. ერთ-ერთ ასეთ პრაქტიკას წარმოადგენდა ადამიანების მსხვერპლშეწირვა ბუნებრივ ღრმულებში.

მაიას ტომის წარმომადგენლებს სჯეროდათ, რომ ბუნებრივი ღრმულები წარმოადგენდნენ საიქიოსთან დამაკავშირებელ კარიბჯეს და ფიქრობდნენ, რომ მსხვერპლშეწირვის მსგავსი პრაქტიკით ისინი დაიმსახურებდნენ ადგილობრივი სულების კეთილგანწყობას. ამ ადამიანების მოსაზრებით, თუ სულები არ დამშვიდდებოდნენ, მათ შეეძლოთ ტომისთვის ისეთი უბედურების მოტანა, როგორიცაა გვალვა, ავადმყოფობა და ომი. სწორედ ამ მიზეზით ისინი აიძულებდნენ ადამიანებს, რომ გადამხტარიყვნენ გიგანტურ ბუნებრივ ღრმულებში. მეტიც, ზოგიერთი ადამიანი საკუთარი სურვილით აკეთებდა ამას. მკვლევარებმა სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს უამრავი ღრმული, რომელიც სავსეა ადამიანების ძვლებით.

ცოცხალი ადამიანების შენობებში ჩამარხვა.



კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ პრაქტიკად ითვლება ცოცხალი ადამიანების ჩამარხვა შენობებში, მათი გამაგრების მიზნით. მსგავსი პრაქტიკა მიღებული იყო აზიის ზოგიერთ ნაწილში, ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში. მაგალითისთვის, ჩინეთის კანონიერი პრინცი მსხვერპლად შეწირეს კაშხლის მშენებლობას.

მსხვერპლშეწირვის პრაქტიკა აცტეკებში.



აცტეკები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანების მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო მზისათვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეს ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანს სწირავდნენ მსხვერპლად ყოველწლიურად. აცტეკებს ჰქონდათ პირამიდის ფორმის უზარმაზარი შენობა, რომლის მწვერვალზეც იდგა მსხვერპლშესაწირი მაგიდა. სწორედ ამ მაგიდაზე კლავდნენ ისინი ადამიანებს, აჭრიდნენ გულს და წევდნენ მზისკენ.

გულის ამოჭრის შემდეგ გვამებს აგორებდნენ კიბეებიდან და შემდგომში მათ იყენებდნენ ცხოველების გამოსაკვებად, ან კიდებდნენ ხეებზე.

აფრიკელი ალბინოსების მსხვერპლშეწირვა.



თქვენ წარმოიდგინეთ და მსხვერპლშეწირვის ეს პრაქტიკა დღესაც მიღებულია აფრიკაში. ამ ადამიანებს ძველებურად სჯერათ, რომ ალბინოსებს აქვთ დიდი ოკულტური ღირებულება და მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილის გამოყენება შესაძლებელია ჯადოქრობის მიზნით.

მაგალითად, ითვლება, რომ ალბინოსის ხელებს შეუძლია ფინანსური წარმატების მოტანა, ენას - იღბლის, ხოლოს სასქესო ორგანოებს - შესწევთ იმპოტენციის განკურნების ძალა. რწმენამ იმისა, რომ ალბინონოსის სხეულის ნაწილებს მაგიური პოტენციალი აქვთ, გამოიწვია ათასობით უმწეო ბავშვის მკვლელობა და მათი გვამების დანაწევრება.

ინკების მიერ ბავშვების მსხვერპლშეწირვა.



ინკების ტომი ბინადრობდა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ამ ადამიანების კულტურა რელიგიური წესებისა და რიტუალების დიდი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. სხვა ტომებისგან განსხვავებით, ინკებს სჯეროდათ, რომ მსხვერპლი აუცილებლად ბავშვი უნდა ყოფილიყო.

ინკები მსხვერპლად სწირავდნენ მაღალჩინოსანი ადამიანების: ბერების, მღვდლებისა და წინამძღვრების შვილებს. მსხვერპლშეწირვის რიტუალისთვის ბავშვებს რამდენიმე თვით ადრე ამზადებდნენ. პატარებს უნიშნავდნენ საკუთარ მოსამსახურეებს, რომლებიც ვალდებულები იყვნენ, შეესრულებინათ თითოეული მათი სურვილი და მოთხოვნა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, როდესაც ბავშვები მზად იქნებოდნენ, ისინი მიჰყავდათ ანდებში. მთების მწვერვალზე განთავსებული იყო ტაძარი, სადაც ბავშვებს თავს კვეთდნენ და სწირავდნენ მსხვერპლად.

ლაფკენჩეის ტომი.



1960 წელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მიწისძვრა დაფიქსირდა ჩილეში. მიძისძვრის შედეგად ჩილეს სანაპიროებს თავს დაატყდა უდიდესი ცუნამი, რომელმაც იმსხვერპლა ათასობით ადამიანი და მიწასთან გაასწორა აქ არსებული თითოეული შენობა. ამ ბუნებრივმა კატასტროფამ დათესა შიში და პანიკა ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს ადამიანები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ზღვის ღმერთი განრისხებული იყო მათზე და მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მის დასამშვიდებლად აუცილებელი იყო მსხვერპლის შეწირვა. მოსახლეობამ აირჩია ხუთი წლის ბავშვი, რომელიც საშინელი წამებით მოკლეს: თავდაპირველად მოაჭრეს ხელები, ფეხები და დანაწევრებული სხეულის სხვადასხვა ნაწილი განათავსეს პლიაჟზე, რათა ზღვის ღმერთს დაენახა ყოველივე ეს.

ბავშვების მსხვერპლშეწირვა კართაგენში.



ბავშვების მსხვერპლშეწირვა ძალზედ გავრცელებული და პოპულარული პრაქტიკა იყო ძველ კულტურებში, რადგან ადამიანებს სჯეროდათ, რომ პატარებში სახლობდა უცოდველი სული, რის გამოც ისინი სასურველები იყვნენ ღმერთებისთვის. კართაგენელებს ჰქონდათ დიდი ღრმული, რომელშიც მუდამ ენთო ცეცხლი და მასში ყრიდნენ პატარა ბავშვებს მშობლებთან ერთად. ადგილობრივი მოსახლეობა ძალზედ განიცდიდა ამ ფაქტს, რადგან არავის სურდა, რომ აღმოჩენილიყო მსხვერპლის როლში, რის გამოც მათ მეზობელი ტომებისგან დაიწყეს ბავშვების ყიდვა და სწორედ ამ ბავშვების შეწირვა. გვალვის, შიმშილისა და ომის დროს მღვდლები მოითხოვდნენ, რომ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ახალგაზრდებიც კი შეეწირათ მსხვერპლად. რიტუალები ტარდებოდა სავსე მთვარის ღამეს. მსხვერპლს კლავდნენ სწრაფად, უმტკივნეულოდ, ხოლო მათ გვამებს ყრიდნენ ცევხლში. მსხვერპლშეწირვის რიტუალს თან ახლდა სიმღერა და ცეკვა.

ჯოშუა მილტონ ბლაი: შიშველი მეთაური-კანიბალი.



ლიბერია გახლავთ ქვეყანა აფრიკაში, რომელმაც გადაიტანა 10 წლიანი სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომის დაწყების მიზეზად იქცა პოლიტიკური შეხედულებები, რის გამოც წარმოიშვა მეამბოხეთა დაჯგუფებები, რომლებიც საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძოდნენ. ხშირად მათ პარტიზანულ ბრძოლას თან ახლდა ცრურწმენები და ჯადოქრობა.

სამოქალაქო ომის დროს გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენდა ჯოშუა მილტონ ბლაი, რომელსაც სჯეროდა, რომ შიშველი ბრძოლა მას ტყვიაგაუმტარს გახდიდა.

ეს მამაკაცი ხელმძღვანელობდა მსხვერპლშეწირვის სხვადასხვა რიტუალებს. კანიბალის ზედმეტსახელით ცნობილი მეთაური ტყვეებს წვავდა ღია ცეცხლზე, ან სულაც ხარშავდა მათ. გარდა ამისა, იგი მიიჩნევდა, რომ ბავშვების გულების ჭამის შემთხვევაში ის კიდევ უფრო მამაცი მებრძოლი გახდებოდა. სწორედ ამიტომ, მეთაური საკუთარ რაზმთან ერთად ხშირად ესხმოდა თავს სოფლებს, საიდანაც ტყვედ აჰყავდა პატარა ბავშვები და მომავალში იკვებებოდა მათი გულებით...