მშვიდობით, შავო წერტილებო: 5 ეფექტური საშუალება ფორების გასასუფთავებლად

მშვიდობით, შავო წერტილებო: 5 ეფექტური საშუალება ფორების გასასუფთავებლად

4. მარილის სკრაბი (ფორების ღრმა წმენდისთვის)

ყურადღება! კანის დაზიანების და ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ეს საშუალება არ გამოიყენოთ, თუ სახეზე გაქვთ აკნე და სხვა ანთებითი პროცესები. 
რეცეპტი: 1 ჩ/კ მაკიაჟის მოსაშორებელ რძეს დაუმატეთ იმავე რაოდენობის მარილი (ან ყავა) და კარგად აურიეთ. მიღებული პროდუქტი მსუბუქი წრიული მოძრაობით დაიტანეთ კარგად დატენიანებულ სახეზე. თავი აარიდეთ ტუჩის და თვალების გარშემო წრეს. განსაკუთრებული ყურადღება T ზონას მიაქციეთ (ცხვირი, შუბლი და ნიკაპი. 
გაიჩერეთ სკრაბი რამდენიმე წუთი და წყლით ჩამოიბანეთ. 


5. ყინულის კუბიკები წამიერი ეფექტისთვის



ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე ამოვსებული ფორებისთვის წამიერი გადაწყვეტილება. მაგრამ თუ სახეზე სისხლძარღვები გიჩანთ, ამ მეთოდისგან თავი შეიკავეთ. 

რჩევა: ყინულის კუბიკი ქსოვილში გაახვიეთ და გაფართოებულ ფორებზე დაიდეთ. კანი სწრაფად უფრო ელასტიური გახდება და გაღიზიანება გაქრება. ეს მეთოდი მაკიაჟს წასმამდე შეგიძლიათ ყოველთვის გამოიყენოთ. 


კოსმეტოლოგების რჩევები მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად:
მიღებული ეფექტი აუცილებლად უნდა გაამყაროთ. აი რას გვირჩევენ სპეციალისტები

  1. უარი თქვით კოსმეტიკაზე, რომელში მინერალური ზეთები შედის. ისინი ფორებს ავსებენ და კანის დაბინძურებას უწყობენ ხელს. 
  2. შეზღუდეთ ცხიმიანი პროდუქტების გამოყენება. უპირატესობა ინტენსიურ დამატენიანებელ კრემს მიანიჭეთ.
  3. ჩვეულებრივი ტონალურის ნაცვლად მსუბუქი ფლიუდები გამოიყენეთ. 


ამ რეკომენდაციების გამოყენებით, სწრაფად შენიშნავთ, რომ თქვენ კანს უფრო ჯანსაღი იერი აქვს. თუ კანის რეგულარული მოვლიდან ერთი თვე გავიდა, თქვენი ფორები კი იგივე დარჩა, ეწვიეთ ექიმ-კოსმეტოლოგს. 

შესაძლოა, თქვენ სხვა სამედიცინო სპეციალისტის დახმარებაც დაგჭირდეთ, რამდენადაც კოსმეტიკური პრობლემები სახეზე სხეულის ენდოკრინული ჯირკვლების ან სხვა დარღვევაზე მიუთითებს.