შავი წერტილების და აკნეს მოშორება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა...

შავი წერტილების და აკნეს მოშორება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა...
შავი წერტილების სახის კანზე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. ყველაზე დიდი სიხშირით ეს პრობლემა ცხვირზე და შუბლზე იჩენს თავს. დერმატოლოგების მტკიცებით, არ არის რეკომენდირებული ამ შავი წერტილების მექანიკურად მოშორება, რადგან ამ მეთოდმა შეიძლება აბსცესამდე მიგვიყვანოს, თუმცა უამრავი ადამიანი მაინც ასე იქცევა. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალზედ ეფექტურ ალტერნატივას ამ პრობლემის გადასაჭრელად.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • ზღვის მარილი - 1 სუფრის კოვზი
  • 1/2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • წყალი - 1 სუფრის კოვზი

მომზადება:

  1. მოცემული რაოდენობით ზღვის მარილი მოათავსეთ პატარა ჭურჭელში და დაასხით 1 სუფრის კოვზი წყალი.
  2. ჩაამატეთ 1/2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ. ეფექტური საშუალება შავი წერტილების მოსაშორებლად მზად არის.

მიღებული მასა დაიტანეთ თითის ბალიშებზე და ნაზი მოძრაობებით გაიკეთეთ კანის პრობლემური მონაკვეთის მასაჟი. მასაჟი აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი და მარტივი. თქვენ იგრძნობთ მცირეოდენ წვას. 3 წუთიანი პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.

ამ მეთოდის ეფექტურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ზღვის მარილი ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ფორების გახსნაში გვეხმარება. ლიმონის ბუნებრივი მჟვიანობა გვეხმარება მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა შავი წერტილების გაქრობისა, ეს მეთოდი მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს.