მშვიდობით, შავო წერტილებო: 5 ეფექტური საშუალება ფორების გასასუფთავებლად
მხოლოდ რამდენიმე იღბლიან ქალს აქვს იდეალური კანი. უმეტესობა კი, პერიოდულად ფორების დაბინძურებით იტანჯება. რამდენადაც ჩვენი კანის ზედაპირი, მათ შორის სახე, ყოველდღიურად მტვერს და სიბინძურეს ებრძვის, მათი დაბინძურება გარდაუვალია. და ზოგჯერ უბრალოდ დაბანა საკმარისი არაა, რომ ფორები გაწმინდოთ.
სახეზე შავი წერტილები ესთეტიურად არ გამოიყურება. გარდა ამისა, ამოვსებული ფორები ანთების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა ამ პრობლემას სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ! FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ 5 ეფექტურ საშუალებას და მეთოდს ფორების გასასუფთავებლად, რომლებიც ეფექტურად დაგეხმარებათ შავი წერტილების მოშორებაში, თავიდან აგაცილებთ აკნეს და სახეს ბრწყინვალებას დაუბრუნებს.
1. ინჰალაცია მცენარეებით და ეთერზეთებით
ცხელი ორთქლი საუკეთესო გზაა ჩაკეტილი ფორების გასახსნელად და კანის საფუძვლიანად გასაწმენდად. ყველაფერი, რაც გჭირდებათ: უბრალოდ აადუღეთ წყალი და თავი მისკენ გადაწიეთ და ზემოდან პირსახოცი გადაიფარეთ. დამამშვიდებელი მცენარეების და ეთერზეთების დამატება ეფექტს აუმჯობესებს. უმჯობესია გვირილას ფოთლებს მელისას ყვავილებს თუ შეურევთ. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ბერგამოტი, ღვია, ლავანდა, როზმარინი.
სახე ორთქლში 10-15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ პირსახოცით მოიწმინდეთ და დამატენენიებელი კრემი დაიტანეთ.
რჩევა: მსგავსი ეფექტის მიღწევა შეგიძლიათ, თუ სახეზე ცხელ პირსახოცს დაიდებთ. თუ ამ პროცედურის დროს სახეზე კრემ-პილინგს წაისვამთ, შედეგი ბევრად უკეთესი იქნება.
2. ტონიკი ლიმონის წვენის, შაქრის ფხვნილის და მცენარეული ზეთისგან
ლიმონის წვენი კარგად ასუფთავებს კანს და ამცირებს ფორებს. შაქარი ბუნებრივი პილინგის როლში გამოდის და მცენარეული ზეთი კანს შესანიშნავად ატენიანებს. შეეცადეთ მოამზადოთ სპეციალური მატონიზირებელი ეფექტი ამ ინგრედიენტებზე.
რეცეპტი: 1 ჩ/კ ახალდაწურულ ლიმონის წვენს დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი და რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. ნარევი მშრალ კანზე იმ ადგილას წაისვით, სადაც ფორები გაფართოებულია. გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ სახე თბილი ხელსახოცით ჩამოიბანეთ.
3. გამწმენდი ნიღაბი შვრიის ფანტელებისგან
ამ მეთოდის საშუალებით, არა მხოლოდ შეამცირებთ ფორებს, არამედ გააუმჯობესებთ კანის ფერს და სახის კანის მდგომარეობს.
რეცეპტი: ერთმანეთს შეურიეთ ცოტა შვრიის ფანტელი, რამდენიმე წვეთი ვაშლის ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 15-20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კარგად დაიმასაჟეთ სახე წრიული მოძრაობით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.