მას გარეგნობის გამო სკოლაში ყველა დასცინოდა, მაგრამ გაიზარდა და ყველას დაუმტკიცა თუ რამდენად ლამაზი გოგოა

მას გარეგნობის გამო სკოლაში ყველა დასცინოდა, მაგრამ გაიზარდა და ყველას დაუმტკიცა თუ რამდენად ლამაზი გოგოა
ის ექიმთან მივიდა, სადაც საკვების ფსიქოგენური გადაჭარბების დიაგნოზი დაუსვეს. 95 კგ წონის გოგოს არ სურდა ქირურგიული ჩარევა ან სარისკო დიეტები. საკუთარი ძალის დახმარებით მან მავნე საკვებზე უარი თქვა და სპორტდარბაზში ჩაეწერა. 



მეგანს ბევრი დრო დასჭირდა წონის დასაკლებად, მაგრამ ყოველი წასული კილოგრამის შემდეგ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა. 

"დიახ, ეს რა თქმა უნდა, ერთადერთი არაა, რაც ადამიანს ბედნიერს ხდის. მაგრამ გოგონა მარცხნივ სარკეში იყურება და ტირის, მარჯვნივ კი ცხოვრებით ტკბება, იცვამს შორტებს და არ ეშინია, თუ რას იფიქრებს მასზე ადამიანები. "



ახლა ვარჯიში და სწორი კვება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მისი წონა კი 52 კგ-ს შეადგენს. გილბერტს სურს მაგალითი და მოტივაცია იყო ადამიანებისთვის, ვისაც მის მსგავსად ზედმეტი წონის პრობლემები აქვს. ის არ იღლება იმის შეხსენებით, რომ პარკში ჩვეულებრივი ვარჯიშიდან დაიწყო და კვების შეცვლა, სპორტდარბაზი მის ცხოვრებაში შემდეგ გაჩნდა. 



"ჩემი სხეული ახლა სრულად შეიცვალა, ახლა როგორც ახალი ადამიანი ისე გამოვიყურები" - ამბობს გოგონა. 

მეგანი Instagram-ზე ფიტნეს ბლოგერი გახდა, სადაც თავის გამოცდილებას ხალხს უზიარებს და დამწყებებს რჩევებს აძლევს! გარდა ამისა, ეხმარება არა მხოლოდ წონის დაკლებაში, არამედ საკუთარ თავში უფრო მეტი თავდაჯერებულობის მოპოვებაში!



მისი ისტორია - დიდი მოტივაციაა. მეგანი გვიჩვენებს, რომ მიზნის მიღწევა არც თუ ისე რთულია, მთავარია მოინდომო და მისკენ მიისწრაფო!