4 შვილის დედამ 37 წლის ასაკში სპორტით დაკავება გადაწყვიტა. და აი, რამდენიმე წლის შემდეგ...

4 შვილის დედამ 37 წლის ასაკში სპორტით დაკავება გადაწყვიტა. და აი, რამდენიმე წლის შემდეგ...
სპორტით დაკავების დაწყება, რეგულარული ფიზიკური დატვირთვები და ჯანმრთელობისათვის ყურადღების მიქცევა ყველას არ შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქამდე არც კი გიცდია. რადგან საამისოდ უნდა შეიცვალო ჩვეული ცხოვრების წესი და დაიწყო მძიმე, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროგრამა სხეულის ფორმების გასაუმჯობესებლად. ამიტომაც უამრავ ადამიანს ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს, რადგან არაფრის შეცვლა არ სურს.

მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც ძალას იკრებს და ცდილობს, რაიმე შეცვალოს. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ 37 წლის კარენ შარპის ისტორია, რომელმაც გადაწყვიტა, უკეთესობისკენ შეეცვალა თავისი ცხოვრება. შეიმუშავა საკუთარი დიეტა და გაემართა სპორტული დარბაზისკენ. შედეგი კი ამად ნამდვილად ღირდა.

როგორი იერსახით გაატარა ცხოვრების დიდი ნაწილი კარენმა



კარენს ჭარბი წონა ნაადრევი ასაკიდან აწუხებდა. ის არ იყო დაკავებული სპორტით, საჭმელი მისთვის საუკეთესო მეგობარი იყო და ამიტომაც დაცინვის ობიექტი გახდა.

წონა კი სულ უფრო მატულობდა



კარენი ხვდებოდა, თუ რა დღეშიც იყო და ამის გამო სულ უფრო ვარდებოდა დეპრესიაში, რის გამოც ჭამასაც უმატა. შემდგომში მან დაითვალა, რომ დღეში დაახლოებით 20 დოლარს ხარჯავდა მხოლოდ იმისთვის, რომ საჭმელი შეეკვეთა შინ. ამასთან, კარენი 4 შვილის დედა გახლდათ და რულ სამუშაო დღეს მუშაობდა.

”მინდოდა რაიმეს შეცვლა... მაგრამ არ შემეძლო”



თანდათანობით მისი ცხოვრებიდან სრულებით გაქრა რაიმე ფიზიკური აქტივობა. 6 წლის წინ კარენმა მოძრაობა შეწყვიტა. რაღაც მომენტში სურდა, ამდგარიყო და საქმეები გაეკეთებინა, მაგრამ არ შეეძლო.

მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა



ეს გახლდათ მისი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი. კარენმა მიმართა ექიმს, და მას მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანების სტანდარტული პროგრამა შესთავაზეს.

მას არ შეეძლო მეტი ლოდინი. სასწრაფოდ უნდა ემოქმედა!




იცოდა, რომ რამდენიმე წელი ლოდინი მოუწევდა, სანამ პროგრამა შედეგს გამოიღებდა, ამიტომ შეუერთდა ალტერნატიულ ფიტნეს-თერაპიას.

წარმოუდგენელი ცვლილება!



კარენმა უარი თქვა ცხიმის მოცილების ოპერაციაზე და გადაწყვიტა თავადვე დაკავებულიყო საკუთარი ჯანმრთელობით. მან რამდენიმე კარდინალური ცვლილება მოახდინა საკუთარ დიეტაში და დაიწყო ვარჯიშზე აქტიურად სიარული. მისი წონა თანდათანობით იკლებდა.

ძალიან კარგად გამოიყურება ასაკის მიუხედავად!



შეხედეთ მას ახლა! უდავოდ, მის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამჯამად კარენი არამხოლოდ დაკავებულია ყოველდღიური ვარჯიშით, არამედ, გახლავთ ერთ-ერთი ფიტნეს-ტრენერი სპორტულ დარბაზში.

მან ტავი გაცილებით ბედნიერად იგრძნო და ამ განცდის დაკარგვას არ აპირებს!