10 უძველესი სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც სისხლს გაგიყინავთ.

10 უძველესი სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც სისხლს გაგიყინავთ.
6. უკუდაცვეთა


დიახ, ყველაფერი სწორია. უკუდაცვეთა (უფრო ზუსტად დაცვეთილი ხორცის აღდგენა) ათასი წლების განმავლობაში არსებობს, და ეს საშინლად ჟღერს. ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო კოსმეტიკური ქირურგია, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კანის ანომალიების, ასევე ამ კულტურისათვის მიუღებელი სიმახინჯეების მოცილება. იმ დროის წეს-ჩვეულებებზე თანამედროვე ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გამომდინარეობს ავლ კორნელიუს ცელსისგან.

მართალია, მან უამრავი წიგნი დაწერა თავის სიცოცხლეში, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა სამედიცინო ნაშრომებმა. ძველ ბერძნულ და რომაულ საზოგადოებებში დაცვეთა უჩვეულო მოვლენა იყო და შეეძლო შეეშალა სოციალური ურთიერთობებისათვის. მაგრამ ცელსმა აღწერა "მისი გამოსწორების" წესი. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამას აკეთებდნენ თანამედროვე გამაყუჩებლების გამოჩენამდე.

დაცვეთილი სასქესო ორგანოს თავს ზემოთა ხორცს ხელს დაავლებდნენ, გაჭიმავდნენ მანამ, სანამ ის არ გადაფარავდა სასქესო ორგანოს თავს, შემდეგ კი გაკერავდნენ. ამის მერე კანს, რომელიც ფარავდა პენისს პირდაპირ ბოქვენის წინ, ჭრიდნენ წრიულად მანამ, სანამ პენისი არ წარმოჩნდებოდა, შემდეგ კი კანს ჭიმავდნენ, როგორც ხელთათმანს თავის მიმართულებით. ბოქვენის წინ კი ახალი კანი უნდა ამოსულიყო.



7. თუთია


სიფილისთან ბრძოლა ათასი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მრავალი სიცოცხლე შეიწირა. ადამიანსა და ბაქტერიებს შორის ამ ტრაგიკული "გამალებული შეიარაღების" დროს შემუშავებულ იქნა ამ ავადმყოფობის დამარცხების უამრავი საშუალება. სწორედ სიფილისმა გადააქცია ოდესღაც ძლევამოსილი განგსტერი ალ კაპონე შერყეული ჯანმრთელობის მქონე და გონებაწართმეულ ადამიანად, თუმცა ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც პენიცილინით მკურნალობდნენ.

უბრალოდ კაპონესთვის წამალი ერთობ გვიან გამოჩნდა. სიფილისის სიმპტომებია - წითელ-წაბლისფერი წყლულები, რომლებიც სხეულს გამონაყარებით ფარავენ; წყლულები პირში, ანუსში ან საშოში; გასივებული გლანდები; თავის ტკივილები; ნევროლოგიური პრობლემები; ინფექციები ტვინის გარშემო მემბრანებში; სიყრუვე; ჭკუასუსტობა; ინსულტი და სხვა მრავალი. თუთია თხევადი ლითონია, რომლის ორგანიზმისათვის მავნებლობაზე დღეს ყველასათვის ცნობილია.

როდესაც ადამიანი განიცდის მის ზემოქმედებას, თუთია, როგორც ნეიროტოქსინი, უტევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. მისი ეფექტები თითქმის მყისიერია და შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, დეზორიენტაციას, მხედველობის მოშლას, სუნთქვით პრობლემებს, კიდურების გაშეშებას, ლაპარაკის ან მოსმენის უუნარობას, მეტყველების ან სმენის დამახინჯებას, გამონაყარებს კანზე, შფოთიანობას, წყლულებს კანზე, კბილების ცვენას, უგუნურობას, პარალიჩს და სიკვდილს. ადამიანის ორგანიზმზე მისი ზემოქმედება მყისიერია და დაუნდობელია.

მაგრამ სიფილისი რა კავშირშია თუთიასთან? 1920-იან წლებამდე სიფილისის მკურნალობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ადამიანს ჩაუშვებდნენ თუთიაში მისი განკურნების მცდელობის მიზნით, ამასთან იცოდნენ, რომ ასეთ რამეს შეეძლო გამოეწვია ტკივილი და ხშირად სიკვდილი. პაციენტები ამტკიცებდნენ, რომ "მკურნალობა" ასეთ პირობებში თავად დაავადებაზე უარესი იყო. დღეს არქეოლოგები პოულობენ ევროპელების ჩონჩხებს, რომლებსაც აღენიშნებათ თუთიის ლითონით მიყენებული დაზიანებები (საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც სიფილისს თუთიით ჰკურნავდნენ).



8. მკვდარი გლადიატორების სისხლი


რომი იყო ძველი სამყაროს ძალიან გამორჩეული ცივილიზაცია. რაღაც მომენტში იმპერია მოიცავდა ხმელთაშუა ზღვის მთელ ტერიტორიას და მის ფარგლებს გარეთაც იყო განფენილი. რომში იმ დროის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები იყო, ასევე უძლეველი არმია, რომელიც შიშს ჰგვრიდა მსოფლიოს. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ასეთ განვითარებულ ცივილიზაციას განვითარებული მედიცინაც ექნებოდა. ზოგიერთ შემთხვევებში ასეც იყო. მაგრამ არსებობდნენ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის თავისებური მეთოდებიც.

ეპილეპსია - უცნაური დაავადებაა, რომელიც ადამიანებს მთელ მსოფლიოში აზიანებს უხსოვარი დროიდან. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას შეუძლია ასე თუ ისე წარმატებით გაუმკლავდეს მას. ძველ რომში ეპილეპსიას ჰკურნავდნენ...მკვდარი გლადიატორების სისხლის დალევის გზით. შემდგომში რომმა აკრძალა გლადიატორული ბრძოლები და ეპილეპსიის მკურნალობა დაიწყეს სიკვდილით დასჯილი, განსაკუთრებით თავმოკვეთილი, ადამიანების სისხლით.



9. კანიბალიზმი


ბილ შუტი - ლონგ-აილენდის უნივერსიტეტის ზოოლოგი - ამბობს, რომ კანიბალიზმი სრულიად ბუნებრივია. ის თვლის, რომ ასეთი ქცევა გასაგები და პროგნოზირებადია, როდესაც მოთხოვნილება საჭმელზე მძლავრობს სხვა ადამიანის შეჭმის გამო გამოწვეულ შიშზე და განცდაზე. ახლა ყველამ იცის, რომ სხვადასხვა კულტურები მიმართავდნენ კანიბალიზმს რელიგიური მოსაზრებებით, ასევე საჭმლის უკმარისობის გამო. მაგრამ მრავალჯერ ისტორიაში კანიბალიზმი გამოიყენებოდა სამკურნალო მიზნით.

აღორძინების შემდეგაც სავარაუდოდ ცივილიზებულ ევროპაში კანიბალიზმი გამოიყენებოდა სამედიცინო პრაქტიკაში. სმიტსონის ინსტიტუტის მეცნიერების თქმით ინგლისის მეფე კარლ II მუდმივად სვავდა "მეფურ წვეთებს' - დანაყული ადამიანური თავის ქალისა და ალკოჰოლის ნაზავს. აღორძინების ეპოქაში ეგრეთ წოდებული მკურნავები ფხვნილად აქცევდნენ ხშირად მოპარულ ეგვიპტურ მუმიებს და ჰყიდნენ მას სხვადასხვა დანიშნულების წამლების სახით.



10. თამბაქოს კვამლი


თამბაქოს კვამლის ოყნები ძლიერ პოპულარული იყო XVII და XVIII საუკუნეების სამედიცინო პრაქტიკაში სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად. მაშინ არსებობდა სპეციალურად ამგვარი პრაქტიკისათვის მრავალი კომპლექტი და სამარჯვი იმისათვის, რომ ექიმებს "წყნარად და მსუბუქად ჩაებერათ თამბაქოს კვამლი პაციენტის უკანა შესასვლელში".

თავდაპირველად ეს გამოიყენებოდა დამხვრჩალი პირების რეანიმაციის მცდელობის ფარგლებში, მაგრამ მოგვიანებით დაიწყეს მისი გამოყენება მუცლის ტიპის, მუცლის ტკივილის და სხვათა განსაკურნად. თამბაქოს ოყნა იყო პირველი პროცედურა, როდესაც ცდილობდნენ მკვდრების ან მომაკვდავების გადარჩენას. თუ ამას ვერ ახერხებდნენ, ექიმები მიმართავდნენ ხელოვნურ სუნთქვას.