სქესობრივი აღგზნებადობა 4-6 საათის განმავლობაში - როგორ ვიმკურნალოთ პრიაპიზმი
პრიაპიზმი უნებლიე ერექციაა, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ აღგზნებასთან და 4-6 საათის განმავლობაში გრძელდება. ასეთ ერექციას თან ახლავს მტკივნეულობა, სასქესო ასოს კანის ფერის შეცვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
პრიაპიზმი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ხშირია 5-დან 10 წლამდე და 20-დან 50 წლამდე. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
- ერექცია 4 საათზე მეტია გრძელდება;
- 4 საათი არ გასულა, მაგრამ ერექციას თან ახლავს ტკივილი.
პრიაპიზმის უშუალო მიზეზია სასქესო ასოს მღვიმოვან სხეულში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ზოგიერთ შემთხვევაში საგრძნობლად ძლიერდება არტერიული სისხლის მიდენა, რაც მღვიმოვანი სხეულის გადავსებას იწვევს (ასე ხშირად ხდება სასქესო ასოს ტრავმისას). ეს არაიშემიური პრიაპიზმია. ზოგჯერ კი საქმე გვაქვს ვენური გადინების გაუარესებასთან, რასაც თან ახლავს სისხლის შეგუბება და მისი თვისებების ცვლილება. ეს იშემიურ პრიაპიზმს წარმოადგენს.
პრიაპიზმის განვითარების წინაპირობებია:
- ნევროლოგიური დაავადებები (თავის ტვინის სიმსივნე, ზურგის ტვინის ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები, გაფანტული სკლეროზი);
- სისხლის დაავადებები (ლეიკოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია);
- მამაკაცის სასქესო ორგანოთა დაავადებები (ანთება, სასქესო ასოს სიმსივნე და ტრავმა);
ინტოქსიკაცია (კოკაინის ან ჭარბი ალკოჰოლის მიღება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა);
- გენიტალიების, მცირე მენჯის ღრუსა და შორისის ორგანოთა ტრავმები;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (შაქრიანი დიაბეტი);
შხამით მოწამვლა.
პრიაპრიზმი შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალებებმაც:
- ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებმა (სილდენაფილი (ვიაგრა), ვარდენაფილი (ლევიტრა));
- ანტიდეპრესანტებმა;
- ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა;
- არაპირდაპირმა ანტიკოაგულანტებმა (ვარფარინი, ჰეპარინი).
რა ხდება ამ დროს?
ჭეშმარიტი პრიაპიზმი იწყება უეცრად, ჩვეულებრივ, ძილის დროს. სასქესო ასო მაქსიმალურად დაჭიმულია. ამასთან, შარდის გამოყოფა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა, რადგან სისხლით გადაივსება სასქესო ასოს მხოლოდ მღვიმოვანი სხეული, ხოლო ურეთრა, ასოს თავი და პროსტატა ერექციაში არ მონაწილეობს. ერექციას თან ახლავს ასოს ფუძისა და შორისის მიდამოს ტკივილი, რომელიც აღმოცენდება შეტევის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
ზოგჯერ სასქესო ასო შუპდება. პრიაპიზმს სქესობრივი აღგზნება არ ახლავს თან. სქესობრივ აქტს შვება არ მოაქვს, რადგან არ სრულდება ეაკულაციით და არ იწვევს ერექციის შესუსტებას, მხოლოდ აძლიერებს ტკივილს. ღამის ფსევდოპრიაპიზმი ვლინდება ხანმოკლე, მტკივნეული ერექცით ძილის დროს.
პირველ ხანებში ერექცია გაღვიძებით იშვიათია (მაგალითად, კვირაში ერთხელ), მაგრამ თანდათან ხშირდება, ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვითარდება და უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება. ამგვარი ერექცია, ჭეშმარიტი პრიაპიზმისგან განსხვავებით, გაღვიძების, შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის დაცლის, აქტიური მოძრაობის, სიარულის, საძილე და სედაციური პრეპარატების მიღების შემდეგ სუსტდება.
დიაგნოსტიკა
მიუხედავად შემაწუხებელი შეგრძნებისა, მამაკაცები სამედიცინო დახმარებისთვის საკმაოდ გვიან მიმართავენ ექიმს - ბევრს ერცხვინება, ბევრმა კი, უბრალოდ, არ იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს. პრიაპიზმის დაიგნოსტიკა და მკურნალობა უროლოგისა და ანდროლოგის კომპეტენციაა.
მკურნალობა
რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო სწრაფი იქნება ეფექტი. თუ მედიკამენტურმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
ეფექტური მკურნალობის პირობებშიც კი გამოჯანმრთელების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს დროებითი იმპოტენცია, მაგრამ ეს საშიში არ არის, რამდენიმე ხნის შემდეგ სქესობრივი ფუნქცია აღდგება.
არაიშემიური პრიაპიზმი ხშირად თავისთავად გაივლის, რადგან ამ ტიპის პრიაპიზმს ქსოვილების დაზიანება არ ახლავს თან. ექიმმა უნდა აირჩიოს ლოდინის ტაქტიკა. სხვადასხვა პროცედურითა და თერაპიული საშუალებით მდგომარეობის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია.