ოთახის 15 მცენარე, რომლებიც ჰაერს მტვრის, კვამლის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნაწილაკებისგან გაწმენდს 

ოთახის 15 მცენარე,  რომლებიც ჰაერს მტვრის, კვამლის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნაწილაკებისგან გაწმენდს 
6. ბამბუკის პალმა, ანუ ხამედორეა

ხამედორეა ძალიან ლამაზი ოთახის მცენარეა, რომელიც სახლში ნამდვილი დედოფალი იქნება. ის მშვენივრად ატენიანებს ჰაერს, რის გამოც ოთახში სუნთქვა არ გაგიჭირდებათ. ასევე ფორმალდეჰიდს აქრობს. ყურადღება გაამახვილეთ ისეთ ჯიშებზე როგორიცაა ხამედორეა ელეგანტური და ხამედორეა მაღალი.



7. გერბერა

არაერთხელ მომისმენია რომ გერბერა - უსარგებლო მცენარეა და მხოლოდ სილამაზისთვის თუ შეიძენთ. თავიდან მეც ასე მივიჩნევდი.  როგორი იყო ჩემი გაკვირვება, როცა გავიგე რომ ის ჰაერიდან ბენზოლს შთანთქავს, ასევე აუმჯობესებს ძილს. 



8. კიპარისოვიკი

ის ჰაერიდან აქრობს მტვერს და უარყოფით იონებს, რომელსაც ელექტროხელსაწყოები უშვებენ. სამაგიეროდ დადებით იონებს გვაწვდის, ასე ჰაერსაც განმუხტავს. ჰაერი სუფთა, ტენიანი და სასიამოვნო ხდება. 



9. ლიმონის და ფორთოხლის ხე

ციტრუსოვანი - ჰაერის კარგი გამწმენდები არიან. ჰაერი ოთახში, სადაც ლიმონი და ფორთოხალი იზრდება, მიკრობებისა და ბაქტერიებსგან თავისუფალია. მათი ეთერზეთი საკმაოდ სასარგებლოა, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. 



10. ბეგონია

ბეგონია იზიდავს მტვერს და ჰაერს უფრო სუფთას ხდის. საჭიროა მხოლოდ დანამოთ ბეგონია, რომ მტვრის ახალი ნაკადი მიიზიდოს. ასევე ბეგონია ბევრ სოკოვან ინფექციას და მიკრობს აქრობს, ელექტროხელსაწყოების მავნე ნათებისგან გვიცავს. ლამაზი ყვავილები - ამ სასარგებლო მცენარის ბონუსს წარმოადგენს.