ოთახის 9 მცენარე, რომლებიც იდეალურია საძინებლისთვის

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც იდეალურია საძინებლისთვის
ეს მწვანე მეგობრები რეკომენდებულია საძინებლისთვის: ისინი გამოჰყოფენ, და არა შთანთქავენ ჟანგბადს, როგორც უამრავი პოპულარული მცენარე. ყვავილი საწოლთან ძალიან ახლოს არ უნდა დადგათ, სხვაგვარად, მათი ზრდის ენერგია ძილში შეგიშლით.

ქლოროფიტუმი


ანეიტრალებს შხამიან ნივთიერებებს, ასუფთავებს ჰაერს მიკროორგანიზმებისგან. ატენიანებს ჰაერს.

სპატიფილუმი

შთანთქავს ჰაერიდან მავნე ნივთიერებებს. მოჰყავს მწყობრში ექსტრემალური რყევები და ნებისმიერ ადამიანს უხდება.

ალოე

ამცირებს შხამიანი ნივთიერებების შემცველობას, ღამით გამოჰყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშირმჟავა აირს.

კალანჰოე

ღამით გამოჰყოფს ჟანგბადს. ხსნის დეპრესიას.

ბეგონია


ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებსა და მიკრობებს. მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა. არომატი ხსნის დეპრესიას.

ნემსიწვერა

სპობს მიკრობებს. ახდენს ჰაერის ოზონირებას, ხსნის შინაგან დაძაბულობას, ეხმარება ქალებს ჰორმონალური ფონის ნორმალიზებაში. სასარგებლოა უძილობისას.

სანსევიერია - ვეფხისტყავა

იდეალურია საძინებლისთვის. ღამით გამოიმუშავებს ჟანგბადს.

კაქტუსი

სპობს მიკრობებს და ამცირებს ჰაერის მავნე იონიზაციას, იცავს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან. კარგად წმინდავს ჰაერს.

დაფნა

ერთ დროს, ბავშვის სასთუმალთან დადებული დაფნის ფოთოლი, უძილობის საუკეთესო საშუალება იყო. დიდები კარგად იძინებენ ლავანდისა და როზმარინის გვერდით, რომლებიც ქოთნის ყვავილების სახით გამოჩნდა ყვავილების მაღაზიებში.