თუ სახლში მწეველი ცხოვრობს, ეს მცენარეები აუცილებლად უნდა შეიძინოთ

6 მცენარე, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ, თუ სახლში მწეველი ცხოვრობს:
- ბამბუკის პალმა - ნასას ინფორმაციით, ეს მცენარე ფორმალდეგიდს აქრობს და ჰაერის ბუნებრივი დამატენიანებლია.

- სანსევიერია აზოტის ოქსიდებსა და ფორმალდეგიდს შთანთქავს.

- ფუფალა (პალმა) - ჰაერის გამწმენდი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარე.

- ხლოროფიტუმი - ლამაზი ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს ნახშირბადისა და სხვა ტოქსინებისგან გაწმენდს. ნასას ინფორმაციით, ხლოროფიტუმი ფორმალდეგისგან ჰაერის გამწმენდ სამ ყველაზე ეფექტურ ოთახის მცენარეს შორის შედის.

- სპატიფილიუმი - ყველაზე ნამდვილი "ჰაერის უნივერსალური გამწმენდი". ხშირად ამ მცენარეს სააბაზანო ოთახში დგამენ, რადგან ის აქტიურად ებრძვის ობის სოკოს. სპატიფილიუმი ასევე წმენდს ჰაერს.

- გერბერა - ეს მშვენიერი მცენარე დახვეწილი ყვავილებით არა მხოლოდ გაწმენდს ჰაერს ბენზოლისგან, არამედ ნახშირბადის დიოქსიდის შთანთქმის და ჰაერის გაგრილების უნარის წყალობით თქვენს ძილს გააუმჯობესებს.


