როგორ მოვაწყოთ სამზარეულო საუკეთესოდ: 2018 წლის მოდური ტენდენციები

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო საუკეთესოდ: 2018 წლის მოდური ტენდენციები

სამრეწველო სამზარეულო




ასეთ სამზარეულოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ეს თანამედროვე მოდის ტენდენციაა, რომელიც ახალ იმპულსს იძენს. იგი აერთიანებს მარმარილოს ტექსტურას თბილი მუხის ზედაპირით, მინის თაროებს, სხვადასხვა მუქ მასალებსა და თბილი ხის დიზაინს ვინტაჟური აქცენტით.
 






ძალიან ელეგანტურია რკინის კარადები ჟანგის ეფექტით. თუმცა სამზარეულო მოსაწყენ სივრცედ რომ არ გადაიქცეს, ცოცხალი მწვანე ელემენტებით გააფორმეთ. სხვადასხვა ოთახის მცენარე სამზარეულოს მიმზიდველი ელემენტი იქნება. 








სამზარეულოს გარდამავალი სტილი




ცოტა ხნის წინ დიზაინის სამყაროში გაჩნდა ცნება გარდამავალი სამზარეულო, რომელიც ძველი, კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტების ნაზავს წარმოადგენს. აქ ტრადიციული და ამჟამინდელი ელემენტები ერთიანდება. 



ასეთი სტილის სამზარეულო 2018 წელს პოპულარული იქნება. ერთი მხრივ, ასეთი სამზარეულო ფუნქციური და პრაქტიკულია. ამ ინტერიერში არის თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოდური მასალები. ამავდროულად ისინი ტრადიციული დიზაინის ხის ელემენტითაც გვხიბლავს.



ასეთ სამზარეულოში მნიშვნელოვანია ნამდვილი მყუდროების შექმნა, აქ უნდა იყოს სიმსუბუქე, სინათლე და კომფორტული ყველა გაგებით.