103 წლის კარდიოქირურგის გული სრულ წესრიგშია. მისი ჯანმრთელობის საიდუმლო კი, ვეგეტარიანელობაშია.


ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, რა თქმა უნდა, კარგია ფიზიკური აქტივობა, მაგრამ თუ დიეტას არ დაიცავთ, მას არავითარი ეფექტი არ ექნება.
„რა თქმა უნდა, რთულია, უთხრა ადამიანს, რომელიც მიჩვეულია ხორცის ჭამას - შეწყვიტოს ეს. თუ პაციენტი მზადაა,მოგისმინოს, მე მას მეცნიერულად ავუხსნი, რატომ არის მცენარეული საკვები უფრო სასარგებლო“.

„ხანშიშესულ ადამიანსაც შეუძლია შეიცვალოს თავისი ჩვევები. მაგალითად, ზოგი ძალიან მარილიან საკვებს მიირთმევს, მაგრამ თუ დღითიდღე მარილის დოზას შეამცირებ, ადამიანი სხვაობას ვერ შენიშნავს. გემოს თვისებების შეცვლა დაახლოებით 3 თვეშია შესაძლებელი, თუ ამას მოისურვებთ“.
ამ მეთოდის ეფექტურობას ექიმი საკუთარი მაგალითით ამტკიცებს. მან საექიმო მოღვაწეობა 95 წლის ასაკში შეწვიტა, თუმცა, ენერგიით აღსავსე იყო და კოლეგები დარჩენას სთხოვდნენ.

„ახლაც შემიძლია ვიმუშავო. ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ადრე - ხელები არ მიკანკალებს, სახსრები არ მტკივა, წონასწორობას არ ვკარგავ. უბრალოდ, გადავწყვიტე, მეტი დრო გავატარო ოჯახთან“. - ამბობს ექიმი.

103 წლის ასაკში ელსუორტ უერჰემი აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ატარებს ავტომობილს, უვლის ბაღს, ხშირად სეირნობს. მისი გული და მთლიანად ორგანიზმი სრულ წესრიგშია.