103 წლის კარდიოქირურგის გული სრულ წესრიგშია. მისი ჯანმრთელობის საიდუმლო კი, ვეგეტარიანელობაშია.
ალბათ, ყოველი ჩვეგანი ისურვებდა, იცოცხლოს 100 წლამდე, მოესწროს შვილთაშვილების ქორწილს... ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოებების ახსნას მსოფლიო მეცნიერები დიდი ხანია, ცდილობენ, თუმცა, ხანრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე - ბედის იშვიათი საჩუქარია.
აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ამ საიდუმლოს გასაღების პოვნა. გტავაზობთ ცნობილი ამერიკელი კარდიოქირურგის ელსუორტ უერჰემის ისტორიას, რომელიც ირწმუნება, რომ ეს გასაღები იპოვა!
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე
ექიმი ელსუორტ უერჰემი 103 წლისაა და ნახევარი ცხოვრება ვეგეტარიანულ დიეტას იცავს. ის დარწმუნებულია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და კარგი ჯანმრთელობის მიზეზია.
„ბუნებით, მიდრეკილი ვიყავი ვეგეტარიანული დიეტისკენ. ჩემი მშობლები ფერმერები იყვნენ და ხორცის ნაკლებობას არ განვიცდიდით, უბრალოდ, არასოდეს მომწონდა ცხოველური საკვები. როდესაც სრულად ვთქვი მასზე უარი, თავიდან ვფიქრობდი, საკმარისი რაოდენობით ვიღებდი თუ არა საკვებ ნივთიერებებს. შემდეგ უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ შემიძლია მივიღო ვიტამინი В12“.
ექიმმა თავისი პრაქტიკული შემოქმედებისას უამრავი გული იხილა. იგი ამბობს, რომ 50 წლის წინ, ქირურგების ჯგუფთან ერთად აზიის ქვეყნებში ატარებდა გულზე ღია ოპერაციებს. სწორედ ამ გამოცდილებამ შეაცვლევინა მას ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი.
„თანდაყოლილი გულის მანკის მქონე პაციენტებს ვუტარებდით ოპერაციას. იშემიური დაავადებების შემთხვევა თითქმის არ შეგვხვედრია. ეს გახლავთ განვითარებული ქვეყნების დაავადება“ - ამბობს ქირურგი.
ეს გასაკვირიც არაა, რადგან აზიელები - სწორედ მცენარეული კვების მიმდევრები არიან. უერჰემი დარწმუნებულია, რომ განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლების მთავარი წყევლა - ქოლესტერინია. ექიმი ირწმუნება, ადამიანები მის რჩევებს რომ ითვალისწინებდნენ, აირიდებდნენ იშემიურ დაავადებებს.
„თუ ოლესტერინის დონე 140-ზე ნაკლებია, პრაქტიკულად დაცული ხართ გულის დაავადებებისგან. ქოლესტერინს კი ცხოველური ცხიმები ამაღლებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველური ცილების ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის ამაღლებას, ასე რომ, თუნდაც უცხიმო რძე მიირთვათ, ამით ის სასარგებლო მაინც არ ხდება“.