როგორ მოვამზადოთ ხელის კანის აღმდგენი საცხი საკუთარი ხელით

როგორ მოვამზადოთ ხელის კანის აღმდგენი საცხი საკუთარი ხელით

ემულისის მომზადება
კოსმეტიკური ემულისი სინამდვილეშიი ზეთსა და წყალზე დამზადებული ინგრედიენტების ნაზავია. ემულისი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს შევუთავსოთ ინგრედიენტები, რომლებიც ზეთშიც იხსნებიან და წყალშიც. ამიტ ორივე მათგანის სიკეთეებით ისარგებლებთ და შეძლებთ ერთმანეთს შეურიოთ ისეთი ინგრედიენტები, რომელთა შერევაც სხვა ვითარებაში ძალიან რთული იქნებოდა. ემულისით ხშირად მზადდება დამატენიანებლები და კრემები.
როგორ მოვამზადოთ:
  1. შუშის თასში მოათავსეთ კაკაოს ცხიმი, ნუშისა და ჟოჟობას ზეთები. შემოდგით ორთქლის აბაზანაზე და გაათბეთ. ცვილის გადნობის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. ტაფაში 80 გრადუსამდე გააცხელეთ მინერალური წყალი, დაუმატეთ ემულგატორი, ცვილი და გლიცერინი. ურიეთ ცვილის მთლიანად გადნობამდე. თუ ცვლილი კარგად არ გადნა, მოგვიანებით შეიძლება წყლის განმეორებით გაცხელება დასჭირდეს.
  3. ცხელი წყლის ნარევს დაუმატეთ ცხელი ზეთების ნარევ და ხელის სათქვეფით ან ბლენდერით თქვიფეთ გამუდმებით, სანამ ინგრედიენტები კარგად არ გაიხსნება. გაგრილებისას დროდადრო მოურიეთ.

სტატიის წყარო:რუსუდან გორგაძის წიგნი "სილამაზის წიგნი"