როგორ მოვამზადოთ ხელის კანის აღმდგენი საცხი საკუთარი ხელით

როგორ მოვამზადოთ ხელის კანის აღმდგენი საცხი საკუთარი ხელით
ბოსტნეულის მდიდარი ზეთები და ამღდგენი ეთერზეთები ღრმად კვებავს, ატენიანებს და აღადგენს გაცვეთილ ხელის კანს. ეს დამცავი საცხი ამდიდრებს ხელებსა და ფრჩხილებს დამამშვიდებელი და დამარბილებელი ზეითუნისა და ჟოჟობას ზეთებისა, ვიტამინთა და ცხიმოვანი მჟავათი მდიდარი არგანის ზეთის წყალობით. ეთერზეთები კი აღადგენს კანს, კურნავს ანთებას და ფლობს სასიამოვნო სურნელს.

ინგრედიენტები:
  • ზეითუნის ზეთი (ეს ზეთი ამშვიდებს, იცავს და კურნავს კანს)
  • ჟოჟობას ზეთი (უხდება გამომშრალ ან დახეთქილ კანს და ინარჩუნებს ტენს)
  • არგანის ზეთი (დაუმუშავებელი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი არგანის ზეთი შეიცავს E-ვიტამინს.)
  • ქოქოსის კარაქი (დამამშვიდებელი დამატენიანებელი და მაკონდიცირებელი კარაქია)
  • ემულგატორი ცვილი (დნება და შეიცავს ზეთს, წყალს)
  • ლიმონის ეთერზეთი (გრილი და სასიამოვნო სურნელის ლიმონის ეთერზეთ გამოიყენება მწერების ნაკბენების სამკურნალოდ)
  • მელისას ეთერზეთი (ეს ანტიანთებითი ზეთი აღადგენს კანს)
  • მანდარინის ეთერზეთი (ეს სასიამოვნო სურნელის მქონე ზეთი შესანიშნავია კანის ტონირებისთვის)
  • მირისის ეთერზეთი (ეს ზეთ შველის დამსკდარ კანს)
  • ფუტკრის ცვილი ( სქელი ტექსტურის მქონე ფუტკრის ცვილი იდეალურია დაუცველი კანისთვის)


30 გრამისდასამზადებლად საჭიროა:
  • 1 ჩ/კ არგანის ზეითნის და ჟოჟობას ზეთი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 1 ჩ/კ ფუტრკის ცვილი
  • 60 მლ მინერალური წყალი
  • 1 ს/კ ემულგატორი ცვილი
  • 1 ს/კ გლიცერინი
  • 8 წვეთი მელისას ეთერზეთი
  • 4-4 წვეთი ლიმონი, მანდარინის და მირისის ეთერზეთი.



მომზადების წესი:
  1. გააკეთეთ ემულისა (მომზადების რეცეტის სანახავად გადადით ამ სტატიაში მეორე გვერდზე) - ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ზეთები, კარაქი და ფუტრკის ცვილი. გადმოდგით ცეცხლიდან, როგორც კი ცვილი გადნება.
  2. აადუღეთ მინერალური წყალი 80 გრადუსამდე, დაამატეთ ცვილი და გლიცერინი, მოურიეთ.
  3. დაამატეთ ცხელი ზეთების ნარევი ცხელი წყლის ნარევს. ხელის სათქვეფის ან ბლენდერის დახმარებით გაუდმებით ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ..
    დაამატეთ
  4. დაამატეთ ეთერზეთები და გააგრძელეთ მორევა. გადაიღეთ სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად. დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ინახება 3 თვე.

გამოყენების წესი:
ოდნავ წაისვით მშრალ ხელებზე და კარგად შეიზილეთ.
სტატიის წყარო:რუსუდან გორგაძის წიგნი "სილამაზის წიგნი"