სამი ტიპის ზეთი ნაოჭებთან საბრძოლველად
ნაოჭები ლამაზი კანის მტერია. მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზისა (ასაკი, ცხოვრებისეული სტრესი, გარემო ფაქტორები), ისინი მაინც გაბერებთ. არსებობს რამდენიმე ტიპის ზეთი, რომელიც ებრძვის ნაოჭების გამომწვევ ფაქტორებს და კანს ახალგაზრდა იერს უნარჩუნებს. აი, ისინიც:
ლავანდის ზეთი:
ლავანდის ზეთი ნამდვილად ჩემპიონია ნაოჭებთან ბრძოლაში. ის ხელს უწყობს ისეთი ანტიოქსიდანტების გამომუშავებას, როგორებიცაა გლუტათიონი და კატალაზა. თავის მხრივ, ეს ანტიოქსიდანტები ებრძვის საზიანო ქიმიურ ნაერთებს, ტოქსიკურ ელემენტებს, დამაბინძურებელ აგენტებს ა.შ. ის ჩვენს იმუნურ სისტემას აძლიერებს და იცავს კანს. ზეთს ასევე შეუძლია კანის უჯრედების რეგენერაციის გაუმჯობესება, ამიტომ ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას.
ჟოჟობას ზეთი:
ჟოჟობას ზეთის შესანიშნავი დამატენიანებელი თვისებები მას ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებად აქცევს. როდესაც ჩვენი ქონის ჯირკვლები ვერ გამოიმუშავებენ სათანადო რაოდენობის ცხიმს, ეს ზეთი ამ ფუნქციას არაჩვებულებრივად ითავსებს. ჟოჟობას ზეთი ატენიანებს კანს, შესაბამისად ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ამას გარდა, ჟოჟობას ზეთი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს და ე ვიტამინს, რომლებიც ახალგაზრდული კანის აუცილებელი კომპონენტებია.
სანდალოზის ზეთი
თუკი თქვენს სახეზე ნაოჭები კანის სიმშრალემ გამოიწვია, სანდალოზის ზეთი თქვენი უპირველესი დამხმარე გახდება. მასში უხვადაა ნაერთები, რომლებიც ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას და ზრდის ჰორმონს გამომუშავებას. შედეგად კი ვიღებთ მკვრივ და ელასტიურ კანს.