სახის ნაზი სკრაბი, რომელიც მოგაცილებთ მკვდარ უჯრედებს და გაგიუმჯობესებთ კანის სტრუქტურას!

სახის ნაზი სკრაბი, რომელიც მოგაცილებთ მკვდარ უჯრედებს და გაგიუმჯობესებთ კანის სტრუქტურას!
ამ ნაზი სკრაბის მეშვეობით, რომელიც სახის კანს ათეთრებს და ანათებს, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევის და კანის მკვდარ უჯრედებსაც მოიშორებთ. შვრია კანს ამშვიდებს, არბილებს და წმენდს. სუსტი ქმედების გამო იგი შესანიშნავია მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. თაფლი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გამოიყენება დამატენიანებლად, რომელიც არბილებს, პოხავს, ამშვიდებს და იცავს კანს. გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის.

50 გრამის დასამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ მსხვილფანტელიანი შვრია
  • 2 ს/კ გლიცერინი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 4 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი

მომზადების წესი:
  1. სანაყინის ან ხელის ბლენდერის მეშვეობით შვრია ისე დაფქვით, რომ წმინდა ფქვილისებრი მასა მიიღოთ.
  2. გადაიტანეთ შვრია თასში და შეურიეთ დარჩენილი ინგრედიენტები. გადაიტანეთ სტერილურ ქილაში, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შედგით. შენახვის ვადაა 3 თვე.

გამოყენების წესი:
გაწმენდილ კანზე ნაზად წაისვით სკრაბი, მოერიდეთ თვალის ნაზ მიდამოებს. შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სუფთა პირსახოცის ნაზი დადებით გაიმშრალეთ.

რას აკეთებს თითოეული ინგრედიენტი:
თაფლი - მკვებავი და დამატენიანებელი თვისებების გამო გამოიყენება.
შვრია - დამამშვიდებელი, მკვებავი და დამარბილებელი შვრია ნაზი ამქერცლია.
გლიცერინი - უსუნო გლიცერინი მისი დამატენიანებელი თვისებების გამო გამოიყენება.
ფორთხოხლის ეთერზეთი - ამ ზეთს აღმდგენი თვისებები აქვს და შველის გამომშრალ, გაღიზიანებულ და აკნესკენ მიდრეკილ კანს.