CLOSE
მთავარი
საკითხავი
საკითხავი
ქალი და მამაკაცი
მოდა და სტილი
მოგზაურობა და გართობა
სახლი და დიზაინი
ჯანმრთელობა და ფიტტნესი
შოუბიზნესი და ჭორები
ზოდიაქო და ტესტები
კულინარია
გონების ფიტნესი
თავის მოვლა
ბოტანიკა
ვიდეო
ფეის პაპარაცი
ფოტონიუსი
გიფები
გამოქვეყნების პირობები
რეკლამა
კონტაქტი
ჩვენს შესახებ
ვაკანსია
ავტორიზაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ნიკი:
Pass:
Not save
Forgot your password?
მთავარი
ვიდეო
ფოტო
გიფები
საკითხავი
»
ქალი და მამაკაცი
მოდა და სტილი
მოგზაურობა და გართობა
სახლი და დიზაინი
ჯანმრთელობა და ფიტნესი
შოუ-ბიზნესი და ჭორები
ზოდიაქო და ტესტები
კულინარია
გონების ფიტნესი
თავის მოვლა
ბოტანიკა
ფეის პაპარაცი
admin
admin
თარითი:14 იანვარი 2018 23:36
ამ ქალბატონმა რევმატიზმები თავად მოირჩინა - აი როგორ მოახერხა ეს.
იონჯას აღწერა
იონჯა არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება ბალახისებრთა ოჯახს და არის პარკოსანთა ჯიშის. მსოფლიოში არსებობს იონჯას 83 სახეობა. მისი სიმაღლე არ აღემატება 1 მეტრს. ის არის როგორც ველური ასევე კულტურული ჯიშები. მას აქვს მსხვილი ბოლქვი და არის ღრმად მიწაში. აქვს მუქი მწვანე ელიფსის ფორმის ფოთლები. მისი ყვავილები არის ღია იასამნისფერი. მისი ნაყოფი არის სპირალისებურად დახვეული. იონჯა ძირითადად იზრდება ამერიკის, ჩინეთის, იტალიის, საფრანგეთის კანადის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რათქმაუნდა საქართველოშიც. მას იყენებენ სოფლის მეურნეობაში საქონლის გამოსაკვებად. მაგრამ უძველესი დროიდან მას სამკურნალოდაც იყენებენ.
admin
admin
თარითი:14 იანვარი 2018 12:34
თირკმელების სამკურნალოდ შესანიშნავი ხალხური საშუალებები მასწავლეს
ვირისტერფა უძველესი მკურნალი
ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. ფესვებთან ახლოს მდებარე ფოთლები, რომლებიც მცენარეს ყვავილობის შემდეგ გამოაქვს, მომრგვალო, გულის ფორმისაა, არათანაბრად დაკბილული და მკვრივი, ქვედა მხარეს შეხებისას თბილი გვეჩვენება, ზედაპირი კი რამდენადმე შიშველი და ცივი აქვს. ვირისტერფა გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში.
იზრდება ტენიან თიხნარ ნიადაგზე, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე, გზისა და ხევის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე, დამშრალი ჭაობების ადგილას. სამკურნალოდ ვარგისია ვირისტერფას ფოთლები, რომლებსაც კრეფენ ზაფხულის პირველ ნახევარში (ივნის-ივლისში), კალათის დათესლიანებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ვირისტერფას ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, გლიკოზიდ ტუსილიაგინს, ინულინს. ფოთლების ნაყენი ძლიერი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა დროს.
ცოტა რამ ისტორიიდან
ვირისტერფას როგორც სამკურნალო მცენარეს ჯერ კიდევ ძველ რომში იცნობდნენ. მას იყენებდნენ ჰიპოკრატე, დიოსკორიდე, თანაც არა მხოლოდ ფოთლებს, არამედ ფესვებსაც. მცენარის ამ
ნაწილისგან ამზადებდნენ ნაყენს, რომელიც "გულმკერდის სხვადასხვა დაავადების", ხველის, სურდოს, გაციების, ცხელების, ხვრინვის, მოხრჩობის საუკეთესო წამალი იყო. ძველი დროის მკურნალთა დაკვირვებით, ვირისტერფას ნახარში ათხევადებს სქელ ნახველს, ხელს უწყობს ორგანიზმს სითბოს შენარჩუნებაში, ახორცებს გარეგან და შინაგან ჭრილობებს. ნახარშის დალევა სასარგებლოა სასქესო ორგანოებიდან ჩირქდენის, აგრეთვე - თირკმელების ძლიერი ტკივილისა და სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.
სამკურნალო ეფექტი
დიდი ოდენობის ლორწოს შემცველობის გამო ვირისტერფა ავლენს შემომგარსველ მოქმედებას პირის ღრუსა და ხახის ლორწოვან გარსზე და იცავს მას გაღიზიანებისაგან. გარდა ამისა, ლორწო, საპონინები და ორგანული მჟავები ათხიერებენ ზედა სასუნთქ გზებში არსებულ ნახველს, აღადგენენ ტრაქეასა და ბრონქებში მოციმციმე ეპითელიუმის ბუნებრივ მოძრაობას, ხელს უწყობენ ანთების პროდუქტების სწრაფ ევაკუაციას და საგრძნობლად აადვილებენ ნახველის ამოღებას. მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინოიდებსა და სტეარინებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი - ამცირებენ ლორწოვანი გარსების ჰიპერემიას (სიწითლეს) და აქტიურად ზემოქმედებენ ანთებითი პროცესის სხვადასხვა ფაზაზე. ვირისტერფას ნაყენს, როგორც შემომკვრელ-შემომგარსველ საშუალებას, ძლიერი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.
ხალხური მედიცინა მას იყენებს არა მხოლოდ ბრონქიტის, პნევმონიის, პლევრიტის, ფილტვის ტუბერკულოზისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიის, არამედ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების, აგრეთვე კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის კატარის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდაც. ვირისტერფა აშუშებს დამწვრობას, წყლულებსა და ფურუნკულებს. მას წარმატებით იყენებენ აგრეთვე მასტიტისა (სარძევე ჯირკვლის ანთება) და წითელი ქარის სამკურნალოდ, თმის ძირების გასამაგრებლად თმის ცვენის დროს.
მომზადებისა და მიღების წესები
ფოთლების ნაყენი
აიღეთ 5 გ (ერთი სადილის კოვზი) ვირისტერფას ფოთოლი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, უნდა მიირთვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
ფოთლების ნახარში
აიღეთ 5 გ ვირისტერფას ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 10-15 წუთს ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
ფოთლების წვენი
აიღეთ მაისის ან ივნისის ფოთლები, კარგად გარეცხეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და მაქსიმალურად გაწურეთ. მიღებული წვენი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:1) და 3 წუთს ადუღეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, ერთი სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი მოიცავს 7-10 დღეს.
ყვავილების ნაყენი
ვირისტერფას ყვავილებს ადრე გაზაფხულზე კრეფენ, აუცილებლად მზიან დღეს და შუადღისით ან ნაშუადღევს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად ახალდაკრეფილი ყვავილები და ალკოჰოლი თანაბარი მოცულობით უნდა აიღოთ, ხოლო ნაყენი 7 დღის განმავლობაში სიბნელეში გააჩეროთ. უნდა სვათ 30-40 წვეთი ჭამამდე 15 წუთით ადრე.
წყარო:
mkurnali.ge
Prev
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
...
20
Next
დღის ყველაზე კითხვადი
მდიდარმა ბაბუამ წაართვა შვილიშვილს მობილური და...
60
1
2
3
4
5
კიდევ ერთი ნებიერა სოფელში, რომ ენახა იქაური ცხოვრება - სწორედ ასე ვიტყოდით გიორგიზე, პაპარაცის..
უარი ვთქვი მძახლების მიღებაზე, რომლებსაც ჩვენთან...
60
1
2
3
4
5
დედამ ბინაში ჩემი ძმა და მისი შეყვარებული...
60
1
2
3
4
5
ქმარს არ სურს იმ ფაქტთან შეგუება, რომ იგი ჩემს...
60
1
2
3
4
5
ნახევრად გამჭვირვალე ნივთები. შემოდგომაზე...
60
1
2
3
4
5
ნებისმიერი კალამი მყისიერად გამოიღებს ფესვებს, თუ...
60
1
2
3
4
5
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გაზაფხულის დასაწყისში...
60
1
2
3
4
5
გამოკითხვა
ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?
კვირაში რამოდენიმეს
დღეში ერთს
დღეში რამოდენიმეს
თითქმის ყველა სტატიას
დაფიქსირება
შედეგები
რეკლამა