თირკმელების სამკურნალოდ შესანიშნავი ხალხური საშუალებები მასწავლეს
ახალგაზრდობიდანვე მაწუხებს თირკმლები. დილაობით ისეთი შეშუპებული სახით ვიღვიძებდი, იფიქრებდით, ღამე სმაში გაუთენებიაო. ზოგჯერ სამსახურში წასვლისაც კი მერიდებოდა. დროდადრო შეშუპების საწინააღმდეგო ნიღაბს ვიკეთებდი, მაგრამ კოსმეტიკა ისე არ მშველოდა, როგორც დასალევი საშუალებები - ალბათ იმიტომ, რომ პრობლემას ორგანიზმში ღრმად ედგა ფესვები. ერთხანს შვიტისა და არყის ხის ფოთლების ნახარშს ვსვამდი, მერე ერთი მცენარეული ნარევი მასწავლეს, რომელიც ძალიან მომიხდა. მინდა, ეს რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო.
დამატებითი ინფორმაცია (1)
- აიღეთ 5 გ ვირისტერფას ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 5-7 წუთი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
- ვირისტერფას ფოთლები გარეცხეთ, დამდუღრეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გამოწურეთ. შემდეგ გამონაწური წყალში გააზავეთ (1:1) და 2-3 წუთი ადუღეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.
- 40 გრამ ვირისტერფას შეურიეთ ამდენივე ჟოლოს ნაყოფი და 20 გ თავშავა. 1 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ნახევრამდე ფრთხილად შეავსეთ მდუღარე წყლით და 15 წუთი მდუღარე წყლისავე აბაზანაში გააჩერეთ. რომ შეგრილდება, რამდენიმეკეც დოლბანდში გაწურეთ (დოლბანდში ჩარჩენილი ბალახიც კარგად გამოწურეთ) და დალიეთ. ეს ნაყენი მოამზადეთ ძილის წინ და მაშინვე მიიღეთ.
სელის თესლი თირკმლებს კენჭებისგან წმენდს - აიღეთ 1 ჩაის ჭიქა დაფქული სელის თესლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე ქვაბში 1 ჩაის ჭიქა ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე. სვით ქვაბში 1 ჩაის ჭიქა ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე. სვით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში. მერე 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. კენჭები ორგანიზმიდან გამოვა. ერთი წლის შემდეგ მთელი კურსი გაიმეორეთ.
მკურნალობა შედეგიანი რომ იყოს, რაციონიდან ამოიღეთ ცხარე და შემწვარი კერძები.
დამატებითი ინფორმაცია (1)