დაიწყე და დაასრულე დღე სწორად! 18 რიტუალი, რომელიც ჩვევად უნდა აქციო

დაიწყე და დაასრულე დღე სწორად! 18 რიტუალი, რომელიც ჩვევად უნდა აქციო
იმისათვის, რომ რაიმე რიტუალი ჩვევად აქციო, ის, პირველ რიგში, უნდა მოგწონდეს და მაქსიმუმ, სიამოვნებას განიჭებდეს. გთავაზობთ რამდენიმე პროცედურას, რომლებსაც თუ ჩვევად გადააქცევ, შენი ცხოვრება, გვერწმუნე, რადიკალურად შეიცვლება.
დილის რიტუალები:

1. დაიწყე მადლობით
ჩამოწერე 5 რამ, რომლისთვისაც მადლობელი ხარ ამ ცხოვრების. ეს ძალიან მარტივი რიტუალია, რომელიც ავითარებს პოზიტიურ აზროვნებას.

2. სვი ლიმონიანი წყალი
ყველამ ვიცით, რომ ყოველდღიურად ბევრი წყალი უნდა ვსვათ, მაგრამ ხშირად ამას მაინც ვივიწყებთ. აქციე ეს რიტუალი ჩვევად.

3. ჩაატარე მედიტიაცია
გამოყავი დღეში რამდენიმე წუთი, რათა განიწმინდო გონება. მოუსმინე სასიამოვნო მუსიკას ან უბრალოდ, დახუჭე თვალები რამდენიმე წუთით. ეს ისევე აცოცხლებს, როგორც შხაპის მიღება.

4. იმოძრავე
მოძრაობა შენს სხეულს საშუალებას მისცემს, გაააქტიუროს ძალები და მთლიანად გამოაფხიზლოს ის. შეასრულე დილით პატარა ვარჯიში ან უბრალოდ, იარე რამდენიმე წუთი.

5. ისაუზმე
უნდა ისაუზმო ყოველ დილით, რადგან სწორედ საუზმე გაძლევს ძალას და ენერგიას მთელი დღისთვის.

6. ჩაიცვი
ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინაც კი, თუ შინ რჩები. ასე მობილიზებას გაუკეთებ საკუთარ თავს და მეტად პროდუქტიული დღე გექნება.

7. აალაგე ლოგინი
როგორც კი ადგები, მაშინვე აუცილებლად აალაგე ლოგინი.

8. აწარმოე დღიური
თუ ყოველ დილით ჩაწერ ხოლმე საკუთარ აზრებს, გაასუფთავებ გონებას ახალი საინტერესო იდეებისთვის.

9. დაიწყე დღე კარგით
როცა სამუშაოდ დაჯდები, დაიწყე საქმე იმით, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გინდა და დღეს პოზიტიური აზრებით დაიწყებ.

საღამოს რიტუალები:

1. მოემზადე
მოიმზადე დილისთვის საუზმე და ტანსაცმელი, შეადგინე მეორე დღის საქმეების სია – ასე წარმატებისთვის დააპროგრამებ თავს.

2. აანთე სანთლები
სანთლები მოდუნების და დამშვიდების საშუალებას მოგცემს.

3. გამოყავი დრო ელექტრონიკისთვის
გამოყავი საღამოს რამდენიმე საათი იმისათვის, რომ შეამოწმო ფოსტა, იბოდიალო ინტერნეტში და უყურო ტელევიზორს.

4. გაანებივრე თავი გვიანი წახემსებით
ამის გაკეთება შეგიძლია, თუკი დაძინებამდე რამდენიმე საათი დაგრჩა. მშიერი დაწოლა არც ისე სასიამოვნოა.

5. მოუსმინე მუსიკას
მუსიკა დაგამშვიდებს და მოგადუნებს. უსმინე ერთსა და იმავე ალბომს საღამოობით, რათა მოიხსნა დაძაბულობა.

6. იკითხე
წიგნი – საუკეთესო საშუალებაა, რომ განიტვირთო საღამოს. ის გაგიტაცებს საინტერესო და მომნუსხველი თავგადასავლების სამყაროში.

7. მიაკითხე აბაზანას
საღამოს აუცილებელია კბილების გახეხვა და დაბანა. თბილი აბაზანა შენი სხეულიდან ტოქსინებს გამოიტანს.

8. მოიმზადე საღამოს სასმელი
ეს შეიძლება იყოს ბალახეულის ჩაი ან უბრალოდ, ლიმონიანი წყალი. აირჩიე ის, რომლისგანაც გათბები და სიამოვნებას მოგანიჭებს.

9. გააკეთე იმ ნივთების სია, რომლებიც უნდა შეიგრძნო და არა გააკეთო
უბრალოდ, დაწერე პირველი, რაც თავში მოგივა: სიყვარული, ერთგულება, ბედნიერება, სიხარული, ნაყოფიერება, ენერგიულობა, ინტუიცია.

გადააქციე ჩვევებად ჩამოთვლილი დილის და საღამოს რიტუალებიდან რამდენიმე მაინც და შენი ცხოვრება უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვლება. სულ მალე იგრძნობ, რომ შეგეცვალა დილის განწყობა და საღამოს უკეთ ახერხებ მოდუნებას და დასვენებას.
სტატიის წყარო:marao.ge