როგორ მივირთვათ ნაკლები კაფეებსა და რესტორნებში?
ყველას გვიწევს კაფესა და რესტორნებში მეგობრებთან ერთად სიარული, ამაში ცუდი არც არაფერია, თუკი ჭარბი წონა არ გვაწუხებს. მაგრამ მათთვის, ვინც დიეტაზეა, ეს მეგობრული რიტუალი ცდუნებისა და წამების ველად გადაიქცევა ხოლმე.
გთავაზობთ რამდენიმე გზას, რომლებიც დაგეხმარებათ ასეთ შემთხვევებში:
რესტორანში წასვლამდე ივარჯიშეთ. ასე გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს. დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ, გაცილებით ჯანსაღ საკვებს ირჩევებს მენიუდან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რესტორანში დამშეული უნდა მიხვიდეთ. წავარჯიშების შემდეგ მსუბუქად წაიხემსეთ, ამის შემდეგ რესტორანში საშუალო პორციას დასჯერდებით.
ატარეთ მჭიდრო ქამარი. თითქოს სასაცილოა, მაგრამ ეს ხერხი რეალურად მუშაობს. თუ გინდათ, ნაკლები მიირთვათ საღამოს რესტორანში, ნუ ჩაიცვამთ გაშვებულ, თვისუფალ სამოსს. ჩაიცვით ტანზე მომდგარი კაბა ან ნებისმიერი სხვა ტანსაცმელი, სასურველია მჭიდრო ქამრით. ოდნავ ზედმეტი რომ მიირთვათ, თქვენი ტანისამოსი ამას მაშინვე გამცნობთ.
წინასწარ დაათვალიერეთ მენიუ ინტერნეტში. თითქმის ყველა „თავმოყვარე“ რესტორანს აქვს ვებგვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც მენიუც არის ხელმისაწვდომი. წინასწარ გადახედეთ მენიუს, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, რა რაოდენობის კალორიები შეიძლება იყოს ამა თუ იმ კერძში. ასე შეგიძლიათ გამორიცხოთ ცომეულის შემცველი და შემწვარი კერძები და სხვა ალტერნატივა ეძებოთ. და მიმტანს არ მისცეთ უფლება, თუნდაც ერთი ნაჭერი პური დადოს მაგიდაზე!
დაჯექით ფანჯარასთან. დაუჯერებელია? არადა ფანჯარასთან ჯდომა დაგეხმარებათ, ნაკლები მიირთვათ. ერთ-ერთი დიეტოლოგის მტკიცებით, ადამიანი, რომელიც ჭამს ტელევიზორთან, ბართან ან ჩაბნელებულ სივრცეში, ის გაცილებით მეტს მიირთმევს. რა თქმა უნდა, ფანჯარასთან ჯდომა წონაში ვერ დაგაკლებინებთ, მაგრამ შეიძლება თავი შეიკავოთ ზედმეტის მირთმევისგან.
აირჩიეთ: ღვინო ან დესერტი! თუკი თქვენ ჩვევად გაქვთ, სადილობა ბოკალი ღვინის შეკვეთით დაიწყოთ, მაშინ გახსოვდეთ: წინასწარ ჩამოყალიბდით, ღვინო გირჩევნიათ, თუ დესერტი. არავითარ შემთხვევაში არ შეუკვეთოთ ორივე. ალკოჰოლში შემავალ კალორიებს არავითარი სასარგებლო ღირებულება არ გააჩნია. ასე რომ, შედეგად კალორიების ორმაგ დოზას იღებთ. ამიტომ ჩამოყალიბდით, რომელი გირჩევნიათ. ნუ დატვირთავთ თქვენს ორგანიზმს კალორიების ორმაგი რაოდენობით.
გახსოვდეთ, თუკი გინდათ გამოიმუშაოთ ჯანსაღი კვების წესი, ეს უნდა ეხებოდეს ყველა შემთხვევას - სახლში, სამსახურში, თუ რესტორანში კვებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისის დაშვება არ შეგიძლიათ. უბრალოდ ეცადეთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი გეგმა, რომ ნაკლები მიირთვათ რესტორნებში, შედეგად კი წონაშიც დაიკლებთ და თქვენი სოციალური ცხოვრებაც არ დაზარალდება.
გთავაზობთ რამდენიმე გზას, რომლებიც დაგეხმარებათ ასეთ შემთხვევებში:
- კარგად შეარჩიეთ კომპანიონი.
გახსოვდეთ, თუკი გინდათ გამოიმუშაოთ ჯანსაღი კვების წესი, ეს უნდა ეხებოდეს ყველა შემთხვევას - სახლში, სამსახურში, თუ რესტორანში კვებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისის დაშვება არ შეგიძლიათ. უბრალოდ ეცადეთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი გეგმა, რომ ნაკლები მიირთვათ რესტორნებში, შედეგად კი წონაშიც დაიკლებთ და თქვენი სოციალური ცხოვრებაც არ დაზარალდება.