ანალიზებში დაბალი ჰემოგლობინი აღმოვაჩინე, პრობლემა ასკილის და მარწყვის ნაყენით მოვაგვარე.

ანალიზებში დაბალი ჰემოგლობინი აღმოვაჩინე, პრობლემა ასკილის და მარწყვის ნაყენით მოვაგვარე.
რამდენიმე წლის წინ სისუსტე, თავბრუხვევა ვიგრძენი. პირველი, რაც გავაკეთე, სისხლის ანალიზი იყო. დაბალი ჰემოგლობინი აღმომაჩნდა. თანამშრომელმა, რომელსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდა, მირჩია, ასკილისა და მარწყვის ნაყენის მესვა. სიამოვნებით გთავაზობთ რეცეპტს:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასკილი და მარწყვი. 10 გრამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჩადგით წყლის აბაზანაში 15 წუთით. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი, გადაწურეთ, ნალექიც გაწურეთ, ბოლოს ნაყენი მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1/4-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ. არის რკინისა და ასკორბინის მჟავას ანუ C ვიტამინის შესანიშნავი წყარო.

    ანემიისას მიირთვით მსხალი
  • აიღეთ მწიფე მსხალი, გასრისეთ და დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და ეს ნარევი აჭამეთ პატარებს დღეში 3-ჯერ, ჭამიდან ჭამამდე შუალედებში.
    სასურველია, დღესი სამი მსხალი მაინც მიირთვათ. ეს ნარევი აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და მეტად სასარგებლოა ანემიის დროს. ნაწლავური მოშლილობების დროს მესამედ გასრესილ მსხალს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი შვრია და მოხარშეთ 2 ჭიქა წყალში, დადგით, გააცივეთ და მიეცით პატარას დღეში 4-ჯერ.

    ჰემოგლობინს ასეც აწევთ:
  • უნდა აიღოთ 25 გრამი ასკილის გამომშრალი ნაყოფი და ჩაისავით დააყენოთ. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ თითო ჭიქა.

  • მდგომარეობის გამოსწორება შვრიითაც შეიძლება. უნდა აიღოთ 1 ჭიქა შვრია, დაასხათ 3 ჭიქა წყალი და 20 წუთი ხარშოთ. უნდა მიიღოთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ.

  • კარგად დანაყილ 40 გრამ ასკილს შეურიეთ 30 გრამი ჭინჭრის ფოთოლი, ამდენივე მარწყვის ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი. 2 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 400 მლ წყალი, გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • აიღეთ 300 გრამი ნიორი, დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 96%-იანი სპირტი, ისე, რომ დაიფაროს ნივრის მასა. გააჩერეთ 3 კვირის განმავლობაში. მიიღეთ 20 წვეთი 3-ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი