მეგობარმა მასწავლა, როგორ მომეწესრიგებინა შაქრის დონე სამედიცინო ჩარევის გარეშე.

მეგობარმა მასწავლა, როგორ მომეწესრიგებინა შაქრის დონე სამედიცინო ჩარევის გარეშე.
შაქრიანი დიაბეტი რამდენიმე წლის წინ აღმომაჩნდა, ძალიან ბევრი ვინერვიულე ამის გამო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დიაბეტი ცხოვრების წესია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას უკავია. სირთულე არაფერია, მთავარია, იცოდე, როგორ მართო საკუთარი დაავადება. გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე.

  • გაზაფხულის ბოლოს ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე 18-20 ძირი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნელეში 4-5 დღით. ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გადაგყვეთ), დაამატეთ სპირტი -100 გ: 2 ჩ/ჭ და წამალიც მზადაა. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. ნაყენს ვიღებთ მცირე რაოდენობით წყალთანე ერთად. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მიუმატეთ, სანამ 15-მდე არ ახვალთ. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ, დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, მერე კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ. ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდება, 3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.

  • შაქრის დონის მოწესრიგება ასეც შეიძლება: 500 გ სიმინდის მარცვალი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.

  • 5 თავი ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

ექიმის კომენტარი:
მკითხველის მთავარი მიგნება ის არის, რომ დიაბეტი მართლაც ცხოვრების წესია და დიაბეტის მქონე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი დაავადების მართვა.
რაც შეეხება მცენარეულ რეცეპტებს: ქრისტესისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 25-100 სმ. ხევსურეთში იგი სისხლა ბალახს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ცხენისოფას სახელით არის ცნობილი.
ქრისტესისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ჰელიდონინი, ჰემოხელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ხელერიტრინი, სანგვინარინი, საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა, A ვიტამინი, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ქარვის და სხვა.
ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძეწვენს ხმარობენ მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად. წყლულების, ჭრილობების, სირსველის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნახარშებსა და ნაყენებს იყენებენ, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დროს - ტკივილგამაყუჩებლად.
ქრისტესისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირსა და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს, არსებობს მონაცემები, რომ ქრისტესისხლა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. როგორც ჩანს, მის ამ თვისებას უკავშირდება შაქრის დონის მოწესრიგება სისხლში.
ქრისტესისხლა, როგორც მოგახსენეთ, შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენისა და გამონაწვლილის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა (თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე. იგი მხოლოდ ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.

ასევე ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს სიმინდი, იგი არა მხოლოდ გემრიელი საჭმელი, არამედ წამალიცაა. მისი მარცვლების შემადგენლობაში შედის B, C, D, PP ჯგუფის ვიტამინები, სახამებელი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ფოსფორი... ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. სამკურნალოდ გამოიყენება სიმინდის მარცვლები, ღერო, ფუჩეჩი, ასევე სიმინდის ფქვილი, სახამებელი, ზეთი, ბურღული. აღმოსავლური მედიცინა სიმინდის ფესვებს, სხვა საშუალებებთან ერთად, ციროზის სამკურნალოდ იყენებს. სიმინდის მდიდარი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს მის სასარგებლო ზემოქმედებას სხვადასხვა დაავადებისას.

ხახვის სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. იგი მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ბიოაქტიური ნივთიერებებით. აქვს ანტიანთებითი, ანტისეპტიკური და ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები. გამოიყენება, აგრეთვე, ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პროფილაქტიკური მიზნით ხახვს იყენებენ გრიპის ეპიდემიების დროსაც. ახალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამომუშავებას, ზრდის სქესობრივ პოტენციას.
ხახვის პრეპარატები ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი