როგორ მოვიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე
შაქრიანი დიაბეტი ცხოვრების წესია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას უკავია. გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე.
- გაზაფხულის ბოლოს ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე, 18-20 ცალი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნელეში 4-5 დღით. ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გადაგიყვეთ), დაამატეთ სპირტი - 100 გრამი 2 ჩაის ჭიქაზე - და წამალიც მზადაა. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მიუმატეთ, სანამ 15 - მდე არ ახვალთ. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ, დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, მერე კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ. ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.
- შაქრის დონის მოწესრიგება ასეც შეიძლება: აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
- აიღეთ 10 თავი ხახვი, გაფცქვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.
- სისხლში შაქრის შემცველობის დასაქვეითებლად აიღეთ 75 გრამი ოროვანდი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით მზესუმზირას ზეთი - იმდენი, რომ დაიფაროს, აურიეთ კარგად და დადგით სითბოში 24 საათით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.
- თუ კანზე წყლული გაგიჩნდათ ან გაიჭერით, გირჩევთ, აიღოთ ნატურალური თაფლი და შავი ფქვილი თანაბარი რაოდენობით, მოზილოთ მათგან პატარა ცომის გუნდა, გააბრტყელოთ, დაიდოთ ჭრილობაზე და შეიხვიოთ.
გაიჩერეთ მთელი ღამე, მეორე დღეს ახლით შეცვალეთ. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ჭრილობა არ შეხორცდება. გარდა ამისა, ამ ტიპის ჭრილობების მოსაშუშებლად ძალიან კარგია ალოე - ისვით წვენი ან პირდაპირ შუაზე გაჭრილი ფოთოლი დაიდეთ.