შაქრის დონის დაქვეითება მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია
დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ დიაბეტი ცხოვრების წესია, დაავადება გამუდმებით უნდა აკონტროლო. ბევრი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე საშუალება, რომლის წყალობითაც სისხლში შაქრის დონის კონტროლი აღარ მიჭირს. გირჩევთ, თქვენც სცადოთ:
პარალელურად აუცილებელია სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი.
გააგრძელოთ თუ არა ნაყენის სმა შაქრის დონის დარეგულირების შემდგომ, ამის თაობაზე კონსულტაცია და რჩევა - დარიგება მკურნალი ექიმისგან მიიღეთ.
- აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. რომ მოიხარშება, გაყავით 4 თანაბარ ულუფად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
- აიღეთ 10 ხახვის თავი, გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.
- სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა შვრია და დაასხით იმდენი კეფირი, რომ დაიფაროს, ანდა 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 1 დღით, შემდეგ გადაასხით ქვაბში და შედგით ცეცხლზე; როგორც კი ადუღდება, მაშინვე გადმოდგით; გააცივეთ, გაწურეთ და სვით თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ - დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
- ასეთივე თვისება აქვს პირშუშხას წვენს კეფირთან ერთად: აურიეთ 1 ჭიქა კეფირში 1 სადილის კოვზი პირშუშხას წვენი. დალიეთ ნახევარ -ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს, ჭამამდე.
- აიღეთ 60 გრამი მარწყვის ფოთოლი, 40 გრამი ცაცხვის ყვავილი, 30 გრამი გულყვითელას ყვავილი, 100 გრამი მოცვის ფოთოლი. დაასხით 1 სადილის კოვზ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. სვით თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
პარალელურად აუცილებელია სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი.
გააგრძელოთ თუ არა ნაყენის სმა შაქრის დონის დარეგულირების შემდგომ, ამის თაობაზე კონსულტაცია და რჩევა - დარიგება მკურნალი ექიმისგან მიიღეთ.