შეამცირეთ სისხლში შაქრის დონე მცენარეული სამკურნალო საშუალებებით!
შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზას დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაავადებას საერთო ნიშან-თვისება - შაქრის დონის მომატება სისხლში -ახასიათებს, ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებაა.
სისხლში შაქრის შესამცირებლად ხალხური მედიცინა შემდეგ საშუალებებს იყენებს:
სისხლში შაქრის შესამცირებლად ხალხური მედიცინა შემდეგ საშუალებებს იყენებს:
- სისხლში შაქრის შესამცირებლად 3 - 4 - ჯერ დღეში მიიღეთ 1 ჩ/კ შემდეგი ნარევი: ოხრახუში - 300 გრ, ნიორი - 300 გრ, ლიმონის ცედრა - 100 გრ. ყველა კომპონენტი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გააჩერეთ ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. ეფექტის გასაძლიერებლად ნარევს დაასხით მოცვის ფოთლის, ლობიოს ჭოტის, სიმინდის ულვაშის ნარევის ნაყენი. ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით აიღეთ, დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში, ღამის განმავლობაში. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- დალიეთ კარტოფილის ახალგამოწურული წვენი - 0,5 ჩ/ჭ დღეში, ჭამამდე ( საუზმემდე და ვახშმამდე ) ნახევარი საათით ადრე.
- 20 გრ კულმუხოს ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, მიიღეთ 1 ს/კ 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 3 - 4 ს/კ გაზაფხულზე შეგროვილ არყის ხის კვირტს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 6 საათის განმავლობაში, გაწურეთ. ეს სადღეღამისო დოზაა.
- 7 - 10 გრ ჭინჭრის დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთით. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- 6 - 10 გრ ბაბუაწვერას დაქუცმაცებული, ხმელი ფოთოლი ( შეგიძლიათ ბალახიც გაურიოთ) ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 9 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააჩერეთ ნახევარი საათით. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭმამდე.