მცენარეული საშუალებები, რომლებიც მაღალი არტერიული წნევისგან გიხსნით

მცენარეული საშუალებები, რომლებიც მაღალი არტერიული წნევისგან გიხსნით
უკვე 45 წელს გადავაბიჯე და წნევა პერიოდულად მიწევს, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აგრეთვე - ეგრეთ წოდებულ მაგნიტურ დღეებში. მართალი გითხრათ, მედიკამენტური მკურნალობის სურვილიც კი არ გამჩენია. უპირატესობა რატომღაც იმთავითვე მცენარეულ საშუალებებს მივანიჭე. ისინი წნევასაც აქვეითებს და ძილსაც აწესრიგებს.

  • აიღეთ 3-3 სუფრის კოვზი შავბალახა, ბერულას ბალახი, კუნელის ყვავილი, ფითრის ფოთლები ერთწლიანი ყლორტებით. ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააგრილეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, შვიტას ბალახი, ფითრის ფოთლები და 2 სუფრის კოვზი ბარამბოს ფოთოლი. დაასხით 5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით 3 საათით, შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, კიდევ 15 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა თანაბარ ულუფებად.

  • ვიღებთ 1,5 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ამდენივე კატაბალახას ფესვს, ბარამბოს ფოთოლს და სვიას. ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 5 წუთის განმავლობაში ვადუღებთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ შევაგრილებთ და ვწურავთ. ვიღებთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ვსვამთ 3-4 თვე, შემდეგ ორ კვირას ვისვენებთ და, სურვილისამებრ, კურსს ვიმეორებთ.

  • გავზარდოთ ნახშირწყლების ყოველდღიური მიღება ორგანული სახით, მაგალითად, ვაშლით, ყურძნით, შტოშით და მათი წვენებით. აუცილებელია ყოველდღიურად მიირთვათ იმდენი ხილი, რომ 4 ჭიქა წვენს შეესაბამებოდეს. ხილი შეიძლება მივიღოთ ჭამის წინ, ან ჩვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. თუ მჟავიანობის გასაზრდელად ვაშლის ძმარს გამოვიყენებთ, დავლიოთ 2 ჩ/კ გაზავებული 1ჭიქა წყალში.

  • ყოველდღიური რაციონი უნდა გადავათვალიეროთ და გავაანალიზოთ, რამდენი ცილა და ნახშირწყლები მივიღეთ. თუ ცილები მეტია, მაშინ ვეცადოთ, უფრო სწორად მოვახდინოთ რაციონში ამ ორი კომპონენტის ბალანსირება.

  • ხორბლის ნაწარმის მაგივრად საკვებად სიმინდი გამოვიყენოთ. რამდენადაც თირკმელები გამოყოფის ორგანოებია, ტუტე რეაქცია - რომლის წარმოქმნასაც ხელს უწყობს ხორბლის ნაწარმი, რაფინირებული შაქარი, ხორცი -იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია ამ პროდუქტების შემცირება.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი