რაც ამ ნაყენის სმა დავიწყე, ბუასილს აღარ შევუწუხებივარ.
პრობლემებმა პირველად ორსულობისას იჩინა თავი - ნაყოფი დიდი იყო, ამიტომ მშობიარობა გამიჭირდა, შემდეგ კი ბუასილი გამიჩნდა. ისეთი მტკივნეული იყო, რომ მშობიარობის საშინელება დამავიწყა. ამას დაერთო შეკრულობაც...ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაუსაძლის დღეში ვიყავი. შემდეგ მარტვილიდან დედამთილი ჩამომივიდა, ჭინჭრის ნახარში დამალევინა და ამოვისუნთქე.
- ვიღებთ ჭინჭრის ხმელ ფოთლებს, ვკუწავთ და 1 სუფრის კოვზს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ კიდევ 10 წუთს. გავაცივებთ და გადავწურავთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 4-5-ჯერ.
ბუასილის ტკივილს შეგიმსუბუქებთ - აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ამდენივე ხეჭრელას ქერქი. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, შეფუთეთ, ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ძლიერი ტკივილების დროს.
- 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფოთოლს, ამდენივე ბარამბოს და 2 სუფრის კოვზ კალანდულას ყვავილს ვასხამთ 4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ჭურჭელს თავზე ვახურავთ და 40 წუთს ვაჩერებთ. გადავწურავთ და ვიღებთ თანაბარი რაოდენობით დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- აიღეთ სამი ჩაის კოვზი ხეჭრელი, 2 ჩაის კოვზი ძახველი და ერთი ჩაის კოვზი ფარსმანდუკი. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 2 საათით დააყენეთ თერმოსში. დალიეთ მეოთხედ - მეოთხედი ჭიქა სადილის წინ და ღამით ბუასილის კვანძებიდან სისხლდენის შემთხვევაში.
თუ მკურნალობას გულისყურით მოეკიდებით და ორი-სამი კვირა მაინც გააგრძელებთ, მდგომარეობა საკმაოდ შეგიმსუბუქდებათ, ხოლო თუ დამატებით სხვა საშუალებებს, მაგალითად, სანთლებსაც გამოიყენებთ, სავსებით შესაძლებელია, დაავადებამ სამუდამოდ დაგანებოთ თავი. ყოველ შემთხვევაში, მე, რაც ამ ნაყენის სმა დავიწყე, ბუასილს აღარ შევუწუხებივარ.