ეს რამდენიმე რეცეპტი გულით დაავადებულებმა მასწავლეს. ყოველი მათგანი არაჩვეულებრივად ხსნის ტაქიკარდიის შეტევებს.
თავს იმ ადამიანების რიცხვს მივაკუთვნებ, რომლებზეც ამბობენ, პრაქტიკულად ჯანმრთელიაო, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე მახსენებს თავს უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გული ჩვეულებრივზე სწრაფად მიცემს. მივაკითხე ექიმს, რომელმაც ამიხსნა, რომ დათბობასთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობას ფარისებრი ჯირკვალი, რომელშიც განსაკუთრებული ჰორმონი - თიროქსინი წარმოიქმნება. სწორედ ეს ჰორმონი აიძულებს გულს, უფრო სწრაფად იმუშაოს. ამ მდგომარეობას სეზონურ ტაქიკარდიას უწოდებენ. მას შემდეგ აჩქარებისას ბუნებრივ საშუალებებს ვსვამ. ეს რამდენიმე რეცეპტი გულით დაავადებულებმა მასწავლეს. ყოველი მათგანი არაჩვეულებრივად ხსნის ტაქიკარდიის შეტევებს.
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი კუნელის ფოთოლი და 1 სუფრის კოვზი მისივე ნაყოფი, 2 სუფრის კოვზი ბერულას, 2 სუფრის კოვზი ძიძოს და 1 სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 10 წუთით ჩადგით წყლის აბაზანაში, შემდეგ 20 წუთს დააყენეთ, გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2 - ჯერ 5 - 6 კვირის განმავლობაში.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის გვირილის ყვავილი, ცერეცოსა და კვლიავის ნაყოფი, პიტნის ფოთოლი, კატაბალახას ფესვები. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით 30 წუთს მდუღარე წყლის აბაზანაში, გადმოდგით და გააცივეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დილით და დღისით, ხოლო ნახევარი ჭიქა - ძილის წინ. მკურნალობის კურსია 3 - 4 კვირა.
- აიღეთ მიხაკი, დააქუცმაცეთ. 1 სუფრის კოვზს დაასხით 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და 8 დღით დადგით გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 10 წვეთი დღეში 3 - ჯერ.
- ისიც შეიძლება, 1 სუფრის კოვზ მიხაკს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ და ადუღოთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სითხე არ განახევრდება. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3 - ჯერ 2 კვირის განმავლობაში.