ბუნებრივი ამოსახველებელი საშუალებები. შედეგით კმაყოფილი დარჩებით

გაციებასთან ერთად მეწყება ხველა, რომელიც რამდენიმე კვირა აღარ მანებებს თავს. ჩვენი ტელევიზიები უამრავ ამოსახველებელ და ხველის საწინააღმდეგო საშუალებას უკეთებენ რეკლამას, მაგრამ მე ამ ბუნებრივ საშუალებებს ვამჯობინებ, რადგან რამდენიმეჯერ გამოვცადე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი:

  • აიღეთ 500 გ ხახვი, 400 გ შაქარი, 1 ლ წყალი და 50 გ თაფლი. გარჩეული, გარეცხილი ხახვი წვრილად დაჭერით და მოათავსეთ წყლიან ქვაბში. დაუმატეთ შაქარი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, ჩაასხით ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და მიიღეთ 4-5 სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ.

  • 1-2 ჩ/კ ანისულის ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • 10 გ (2 ს/კ) ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 20 მლ მდუღარე. მიიღეთ თბილი, თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

  • სპირტზე ხარისჩლიქას ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გ ნედლეულს დაუმატეთ 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.
    ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცავით დაწესებული დოზები როგორც პრეპარატის მომზადებისას, ისე მისი მიღებისას!
    ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია სტენოკარდიისა და ორსულობის დროს!

  • 20 გ (1 ს/კ) ფურისულას ფესვს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

  • 2 ს/კ ძირტკბილას ფესვს დაასხით 400 მლ მდუღარე, 2 საათით დააყენეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

  • 20 გ სალბის ბალახს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
    სალბის პრეპარატების მიღება აკრძალულია ნეფრიტის (თირკმლის ანთება ) და ძლიერი ხველის დროს!


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა