ნიღბები მშრალი კანისა და ნაოჭების წინააღმდეგ

მშრალი კანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალური ზამთრის პერიოდში ხდება. მშრალი კანი სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე ნაოჭდება, ამიტომ მას განსაკუთრებული და დროული მოვლა სჭირდება. გთავაზობთ შინაურულ ნიღბებს მშრალი კანის მოსავლელად.

კვერცხის გულის, თაფლისა და ზეთის ნიღაბი:
კვერცხის გული 1 ჩ/კ თაფლსა და 1 ს/კ მცენარეულ ზეთთან (ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ) ერთად ათქვიფეთ, წაისვით სახეზე, 20-30 წუთით დაიტოვეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი გამოაცოცხლებს და ნათელ ფერს მისცემს კანს.

კვერცხის ნიღაბი:
1 კვერცხი კარგად ათქვიფეთ და სახეზე წაისვით. 10-15 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი გადაისვით.

ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ:
რაკი მშრალ კანს ნაოჭების გაჩენისკენ აქვს მიდრეკილება, გვინდა შემოგთავაზოთ ნიღაბი, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. 30 გ ფუტკრის ცხელი ცვილი, 30 გ თაფლი და 30 გ ხახვის წვენი ერთმანეთში აურიეთ და ფაიფურის ჯამში კარგად ათქვიფეთ. ოდნავ რომ შეგრილდება, წაისვით სახეზე, 25 წუთს გაიჩერეთ და რასაც კანი არ შეიწოვს, ქაღალდის რბილი ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ. ეს ნიღაბი 10 დღეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.

დაიმახსოვრეთ:
ნიღბების ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის. კარგი იქნება, თუ ნიღაბს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ და კანს მეტისმეტად არ გადაიტვირთავთ. ასევე, გაითვალისწინეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე ამ პროდუქტზე.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა