მშრალ სახის კანს ხალხური ნიღბებით ვუვლი, ეფექტი ნამდვილად გასაოცარია!
მშრალი კანი შედარებით ხშირად გვხვდება. ახალგაზრდობაში ის ძალიან ლამაზია, დიახ მშრალი კანი ლამაზია, მაგრამ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას და კარგ მოვლას საჭიროებს. კანის ეს ტიპი ძლიერ მგრძნობიარეა და არასწორი, არასაკმარისი მოვლის გამო ადრე ბერდება. მშრალი კანი ცუდად ან საერთოდ ვერ იტანს საპონს და წყალს. მშრალი კანის გასასუფთავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ლოსიონები და სამკურნალო მცენარეების ნახარშები, ნაყენები.
FPAPARAZZI - ის რედაქცია გასწვალით რამდენიმე ხალხურ რეცეპტს მშრალი კანის მოსავლელად:
FPAPARAZZI - ის რედაქცია გასწვალით რამდენიმე ხალხურ რეცეპტს მშრალი კანის მოსავლელად:
- კვერცხის გულს დაუმატეთ ნაღები და კარგად ათქვიფეთ. შეურიეთ 1/4 ჭიქა არაყი და 1/2 ლიმონის წვენი. ამით გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს, კანი ხავერდოვანი გახდება.
- აიღეთ არაყი ( ხილის ) - 1 წილი, დაუმატეთ გახეხილი ქორფა კიტრის ფაფა - 4 წილი. მიღებული მასა მოათავსეთ თავდახურულ მინის ქილაში და დადგით ასე 8 - 10 დღე, გამოწურეთ, გაფილტრეთ. სახე გაიწმინდეთ დილა - საღამოს. შემდეგ წაისვით კვებავი კრემი.
- 30 გრ ხორბლის ფქვილი, 50 გრ თაფლი და 20 გრ წყალი ერთმანეთში აურიეთ. მარლის ტამპონით სახეზე დაიდეთ. 15 - 20 წთ - ის შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
- ლობიოს ნახარშით დაბანა კარგია მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის ( დაუმატეთ ცოტა ნუშის ან ზეითუნის ზეთი ).
- ჯერ კიდევ ანტიკური ხანის მანდილოსნებისთვის იყო ცნობილი რძეში დამბალი პურის ნიღაბი. შავი პურის გული რძეში დაალბეთ და დაიდეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოობანეთ. ნიღაბი შეიცავს B ვიტამინს. იგი კვებავს და აახლაგაზრდავებს კანს.
- ვაშლი გახეხეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ცოტა რძე ან ნიღაბი, ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. დაიდეთ იგი სახეზე, კისერზე. გულმკერდზე 20 - 25 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ბამბის ტამპონით.
- ორი სუფრის კოვზი ხაჭო კარგად აგლისეთ კვერცხის ცილასა და რამდენიმე წვეთ წყალბადის ზეჟანგთან ერთად. სქელი მასა თანაბრად გაინაწილეთ მთელ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- 1,5 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი არაჟნი და 5 - 5 წვეთი წყალბადის ზეჟანგის 5 - პროცენტიანი ხსნარი, აურიეთ და სახეზე ფრთხილად წაისვით (მოარიდეთ თვალებს). გაიჩერეთ 30 - 40 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- აიღეთ 20 გრ საფუარი, დაასხით ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ჭურჭლით ჩადგით ცხელ წყალში და აურიეთ. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 15 - 20 წუთს და ჩამოიბანეთ.