კომბოსტო, ფქვილი, კვერცხი და ცოდა ყველი... ასე ვამზადებ მე არაჩვეულებრივ კერძა საყვარელი სტუმრებისათვის

კომბოსტოს თავი კულინარული შემოქმედებისათვის არის შექმნილი! მისაგან შესაძლებელია მომზადდეს ტოლმა, პიკანტური ბიგოსი, შნიცელი და ტორტიც კი. ამ უკანასკნელზე მოგიყვებით დღეს.
კომბოსტოსაგან მაწიერი კერძის მომზადება არ ისე დიდ შრომას მოითხოვს, თუ მაცივარში გაგაჩნიათ სალათა ,, ციყვის „ ინგრედიენტები, ფქვილი, არაჟანი და მწვანილი, გამოდის,რომ ამ არაჩვეულებრივად სასიამოვნო სიმწარის და ნაზი კანის ტორტის გამოცხობა შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 700გრ
  • ფქვილი 7 სადილის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • მდნარი ყველი 1ც.
  • არაჟანი 4 სადილის კოვზი
  • კვერცხი 6ც
  • ზეთი 20 მლ.ლ
  • მაგარი ყველი 300გრ
  • ნიორი 4 კბილი
    მწვანილი 1კონა


მომზადების წესი

  1. კომბოსტო წვრილად დაჭერით, ხელით მოჭყლიტეთ, დატოვეთ 10 წუთი
  2. 3 კვერრცხი და ნახევარი ფქვილი აურიეთ, დაამარილეთ , გადაიტანეთ კომბოსტოან ჯამში. ნაწილ ნაწილ დაამატეთ მორჩენილი ფქვილი , მანამ, სანამ ცომი არ მიიღებს ალადების ცომის კონსისტენციას.
  3. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა, გადმოიღეთ 4 სადილის კოვზი ცომი და გაათანაბრეთ ტაფის ძირზე, შებრაწეთ ორივე მხრიდან ბლინები 2-3 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე
  4. გადმოიღეთ ბლინები თეფშზე დააცადეთ გაცივდეს, ამ დროს მოხარშეთ დანარჩენი კვერხი გააცივეთ და გაასუფთავეთ.
  5. გახეხეთ სახეხზე კვრცხები, მაგარი ყველი და მდნარი ყველი, ყველაფერი შეაერთეთ (ცოტა მაგარი ყველი მოიტოვეთ მოსართავად) დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და არაჟანი. გადაურიეთ ერთმანეთში.
  6. წაუსვით თითოეულ კომბოსტოს ბლინს გულსართი, მორთეთ არაჟნით მაგარი ყველით და მწვანილით

კერძი მაგიდასთან შეიძლება მიართვათ მომზადებისთანავე, მაგრამ უკეთესია თუ კომბოსტოს ფენებს დავაცდით, რომ გაიჟღინთოს გულსართით. გაუზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს