ტორტის ბისკვიტები 30 წუთში
ტორტისთვის 9-10 ბისკვიტის მომზადება 30 წუთშია შესაძლებელი. შემდეგ მოამზადებთ კრემს, წაუსმევთ ბისკვიტებს და გამოგივათ უგემრიელესი ტორტი. fpaparazzi გთავაზობთ ბისკვიტების რეცეპტს:
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 200 გრ არაჟანი,
- 1 ჩ.კ. საკვები სოდა,
- 200 გრ შაქარი,
- 3 ჭიქა ფქვილი,.
მომზადების წესი:
- მოათავსეთ არაჟანი მინის თასში, დაამატეთ სოდა. მოურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ შაქარი და მოურიეთ 1 წუთის განმავლობაში.
- ნაწილ-ნაწილ ჩაყარეთ ფქვილი. უმჯობესია, მოურიოთ ხელით.
- ცომის ბურთისგან გამოიყვანეთ 9-10 პატარა ბურთი, გააბრტყელეთ.
- თითოეული ბისკვიტი მშრალ ტაფაზე ცხვება დაბალ ტემპერატურაზე.
- ტორტის ბისკვიტები მზადაა.
- წაუსვით კრემი და დატკბით შინ გამომცხვარი უგემრიელესი ტორტით!