სახელდახელო პიცა

სახელდახელო პიცა
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს პიცა მაშინ, როცა მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან.
საჭირო მასალა:
ცომი:
  • 4 ს/კ არაჟანი
  • 4 ს/კ მაიონეზი
  • 2 კვერცხი
  • 1/2 ჩ/კ მარილი
  • 9 ს/კ ფქვილი

გულსართი:
  • პომიდორი
  • ხახვი
  • მოხარშული ქათმის ხორცი
  • ბულგარული წიწაკა
  • ყველი

მომზადება:
კვერცხი, მაიონეზი, არაჟანი, მარილი და ფქვილი ათქვიფეთ ერთად.
დაჭერით გულსართის ყველა ინგრედიენტი: ხორცი კუბიკებად, პომიდორი წრეებად, ბულგარული მოგრძო ჩხირებად, ხახვი ალყა-ალყა. ყველი გახეხეთ.
ცხიმწასმულ ტაფაზე დაასხით ცომი, მოასწორეთ, დაალაგეთ ზედ პომიდორი, ზემოდან ხახვი, ბულგარული, ხორცი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!