ფუმფულა პიცა 20 წუთში - ყველაზე გემრიელი ცომით

ფუმფულა პიცა 20 წუთში - ყველაზე გემრიელი ცომით
fpaparazzi გთავაზობს პიცის კიდევ ერთ, უმარტივეს რეცეპტს, რომლითაც ფუმფულა და უგემრიელესი პიცის ცომი გამოდის. გულსართის ინგრედიენტები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაამატოთ, მოაკლოთ ან შეცვალოთ. ყველა შემთხვევაში, უგემრიელესი პიცა გამოდის.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 1, 5 ჭიქა
  • არაჟანი 2 ს/კ
  • კეფირი 150 მლ
  • მარგარინი 50 გ
  • მწიკვი მარილი
  • სოდა 0,5 ჩ/კ
  • შაქარი 1 ჩ/კ
  • ლორი 150 გ
  • ქილის სოკო 150 გ
  • ტომატის სოუსი 3 ს/კ
  • მაგარი სახეობის ყველი 200 გ
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადება:
  1. კეფირი და არაჟანი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი და სოდა.
  2. გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა ამოფუვდეს, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და დარბილებული მარგარინე ან კარაქი.
  3. თანდათანობით შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
  4. გააბრტყელეთ ცომი ხელით ცხიმწასმულ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.
  5. წაუსვით ცომს ტომატის სოუსი, მოაყარეთ დაჭრილი ლორი, დაჭრილი სოკოს მარინადი, პომიდვრის ნაჭრები, დაჭრილი ზეთისხილი და გახეხილი ყველი.
  6. აცხვეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!